აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად თანხმობის გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №250
2009 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად თანხმობის გაცემის შესახებ
1. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №219 დადგენილების შესაბამისად, ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე, კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული განაღმვითი საქმიანობის განხორციელებისათვის, მიეცეს თანხმობა ორგანიზაცია The HALO Trust-ს (The Hazardous Areas Life-support Organization), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეიტანოს გამნაღმველის აღჭურვილობა და განაღმვისათვის საჭირო ტექნიკა ჰუმანიტარული განაღმვითი საქმიანობის უზრუნველსაყოფად.
2. საქართველოს მთავრობის უპირობო გადაწყვეტილებით ეს განკარგულება ნებისმიერ დროს შეიძლება გამოცხადდეს ძალადაკარგულად.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად თანხმობის გაცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად თანხმობის გაცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.03.2009.
- როდის იქნა მიღებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად თანხმობის გაცემის შესახებ“?
- „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად თანხმობის გაცემის შესახებ“ მიღებულია 31.03.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №250. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად თანხმობის გაცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.03.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად თანხმობის გაცემის შესახებ“, №250, 31.03.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2226522/