საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ქუთაისის ოფისის სარემონტო სამუშაოების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №283
2009 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ქუთაისის ოფისის სარემონტო სამუშაოების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით დეპარტამენტის ქ. ქუთაისის ოფისის (მდებარე ქ. ქუთაისში, ფალიაშვილის ქ. №33/ბასკეთის ქ. №2/ლერმონტოვის ქ. №1-ში, საერთო ფართობით 2460,53 კვ.მ) სარემონტო სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
2. სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აპარატისათვის (ორგანიზაციული კოდი: 25 03 01 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან.
3. თვითმმართველი ქ. ქუთაისის მერიამ, აღნიშნული პროექტის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთა შეთანხმებისა და დროული გადაწყვეტისათვის საჭირო დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური