„ენერგომატარებლების ტრანზიტის ინსტიტუციური აღმშენებლობის პროექტის“ ფარგლებში არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №285
2009 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
„ენერგომატარებლების ტრანზიტის ინსტიტუციური აღმშენებლობის პროექტის“ ფარგლებში არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
1. „ენერგომატარებლების ტრანზიტის ინსტიტუციური აღმშენებლობის პროექტის“ ფარგლებში 2004-2005 წლებში თანადაფინანსების ნაწილში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (კ. ბაინდურაშვილი) „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გამოუყოს 7 276 (შვიდი ათას ორას სამოცდათექვსმეტი) ლარი.
2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ და საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტების განმახორციელებელმა რგოლმა „ენერგომატარებლების ტრანზიტის ინსტიტუციური აღმშენებლობის პროექტის“ ფარგლებში არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით უზრუნველყონ შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური