„სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ნოემბრის N1963 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2070
2012 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ნოემბრის N1963 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ნოემბრის N1963 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” და „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონებით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან მიმართოს შესაბამისი თანხა:
ა) ქ. გორში, მეჯვრისხევის ქ.№24ბ-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში (№2 საბავშვო ბაღი) წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის;
ბ) ქ. თბილისში, ბაბუცუძის ქ.N12-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში (ყოფილი ხის გადამამუშავებელი ლიცეუმი) წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სიტემებისა და სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის;
გ) ქ. თბილისში, კაიროს ქ.№20-ში (ს/ს ტრანსმშენი), კასკადის ქ.№41-ში (ზაჰესის გამგ. შენობა), ძმები გარიშვილების ქ.№7-ში (მიწისქვეშმშენის შენობა) და კახეთის გზატკეცილი №25-ში (სამთო მექანიკის ინსტიტუტი) მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებში სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის;
დ) ქ. თბილისში, ბაბუცუძის ქ.№12-ში მდებარე შენობის, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, საცხოვრებელ ბინებად გადაკეთების სამუშაოების განხორციელებისათვის.”.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი