სს „მადნეულზე“ გაცემულ წიაღით სარგებლობის (სერია 53 ნომერი 0011 ტიპი II A C) ლიცენზიაში ცვლილების შეტანის და დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№921
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 14/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №921

2012 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

სს „მადნეულზე“ გაცემულ წიაღით სარგებლობის (სერია 53 ნომერი 0011 ტიპი II A C) ლიცენზიაში ცვლილების შეტანის და დამატებითი სალიცენზიო  პირობების განსაზღვრის შესახებ

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 61 მუხლის მე-4 პუნქტის, 71 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებ­რივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბუნებრივი რესურსების სააგენტომ უზრუნველყოს  სს „მადნე­ულზე“  გაცემულ წიაღით სარგებლობის (სერია 53 ნომერი 0011 ტიპი II A C) ლიცენზიაში ცვლილების განხორციელება, კერძოდ მოსაპოვებელი სპილენძის მადნისა და  ოქროშემცველი მეორადი კვარციტების ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) სპილენძის მადანი: 5 070 000 (ხუთი მილიონ სამოცდაათი ათასი) ტონა (მასში საშუალო შემცველობით Cu - 0,35 %; Au - 0,41 გრ/ტ; Ag - 1,68 გრ/ტ);

ბ) ოქროშემცველი მეორადი კვარციტები: 2 713 200 (ორი მილიონ შვიდას ცამეტი ათას ორასი) ტონა (მასში საშუალო შემცველობით Au - 1,02 გრ/ტ; Ag - 5,15 გრ/ტ).

2. სს „მადნეული“ ვალდებულია ლიცენზიაში ცვლილების შეტანის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს  1 500 000  (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი შემდეგი გრაფიკის მიხედვით: 2012 წლის მაისი – 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი, 2012 წლის ივნისი – 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი და 2012 წლის ივლისი – 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი .

3. სს „მადნეული“, გარდა წიაღით სარგებლობის (სერია 53 ნომერი 0011 ტიპი II A C) ლიცენზიით გათვალისწინებული პირობებისა, დამა­ტებით ვალდებულია:                                      

ა) ლიცენზიაში ცვლილების შეტანიდან ერთი თვის ვადაში სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოში შესათანხმებლად წარადგინოს საბა­დოს დამუშავების პროექტი და სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმა, რომელიც ასევე უნდა მოიცავდეს გარემოს დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების დაცვის საკითხებს;

ბ) შეასრულოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროექტითა და გეგმით გათვალისწინებული პირობები და მოთხოვნები;

გ) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროექტის შეთანხმებიდან ერთ თვეში სააგენტოში დასამტკიცებლად წარადგინოს ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისების გეგმა ყოვე­ლ­წლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით.

პრემიერ-მინისტრი                                            ნ . გილაური