ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1124
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 13/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1124

2012 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმების შესახებ

1. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის №972 განკარგულების 2.2 პუნქტით შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ (შემდგომში – კომპანია) კაპიტალის გასაზრდელად გათვალისწინებული თანხის გადარიცხვის პროცედურების განსახორციელებლად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე, 69-ე მუხლების შესაბამისად, უზრუნველყოს კომპანიასთან „თანხის გადარიცხვის შესახებ“ ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმება.

2. კომპანიამ უზრუნველყოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ, გადარიცხული თანხის სრულად გახარჯვის შემდეგ ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

 

პრემიერ-მინისტრი                                                ნიკა გილაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.06.2012.
როდის იქნა მიღებული „ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმების შესახებ“?
„ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმების შესახებ“ მიღებულია 13.06.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1124. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.06.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმების შესახებ“, №1124, 13.06.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2295597/