„მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №290 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1146
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 13/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1146

2012 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

 „მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №290 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებ­ლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრო­ბის 2012 წლის 21 თებერვლის №290 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემ­დეგი ცვლილება:

1. განკარგულების:

ა) მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­და­ქციით:

„ბ) ელექტროენერგიის მომხმარებელი – №2 დანართით განსაზღვრუ­ლი ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მომხმარებელი/აბონენტი, რო­მელ­მაც მიიღო საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №205 და 2011 წლის 17 დეკემბრის №2475 განკარგულებებით გათვალისწინებული შეღავათი ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მიწოდებული, №3 და­ნართით განსაზღვრული ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მომხმარე­ბელი დევნილთა ოჯახი; ასევე, №5 დანართით გათვალისწინებული ელექ­ტ­რო­ე­ნერგიის საყოფაცხოვრებო მომხმარებელი/აბონენტი;

გ) ვაუჩერის მოსარგებლე – №2 და №5 დანართებით განსაზღვრული მომხმარებელი.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) 2012 წლის 1 აგვისტომდე პირად ბარათზე არსებული 20‑ლარიანი შეღავათი ამ განკარგულებით განსაზღვრული წესით აჩუქოს სხვა ნების­მიერ მომხმარებელს, რომელიც ამის საფუძველზე ავტომატურად ისარგებ­ლებს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების 20‑ლარიანი შეღა­ვათით.“;

გ) მე-4 პუნქტში:

გ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) №1 დანართის შესაბამისი ფორმისა და №2 და №5 დანართებში მოცემული სიის მიხედვით 20‑ლარიანი ელექტროენერგიის სახელობითი ვაუჩერების დაბეჭდვა;“;

გ.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) 2012 წლის 15 ივლისამდე №5 დანართით გათვალისწინებული მომხმარებლებისათვის ვაუჩერების დარიგებისათვის საჭირო ღონისძიე­ბები, ხოლო მომხმარებლის საცხოვრებელ მისამართზე არყოფნის შემთხ­ვევაში – სააგენტოდან მისი გაცემა 2012 წლის 1 აგვისტომდე;“;

გ.გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) 2012 წლის 15 ივლისამდე №5 დანართით განსაზღვრულ ვაუჩერის მოსარგებლეებზე შესაბამისი ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპა­ნიე­ბისათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებიდან სათანადო თანხების (ერთ მომხმარებელზე – 20 ლარი) გადარიცხვა, მოსარგებლეებისათვის ვაუ­ჩერის გადაცემის მიუხედავად.“;

დ) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თანხის ჩარიცხვისთანავე მისი ასახვა იმ მოსარგებლეთა პირად ბარათებზე (ერთ მომხმარებელზე – 20 ლარი), რომლებიც განისაზღვრებიან №2 და №5 დანართების შესაბამისად;“;

ე) მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) 30 276 მომხმარებლების სია №5 დანართის შესაბამისად;“;

ვ) მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ სა­ქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარე­ზერვო ფონდიდან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქვეპროგრა­მისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოუყოს 26 244 000 (ოცდაექვსი მილიონ ორას ორმოც­და­ოთხი ათასი) ლარი;“.

2. განკარგულებით დამტკიცებული „ვაუჩერის ბეჭდვის, დარიგებისა და ანაზღაურების წესის“ (დანართი N4):

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოსარგებლისათვის ვაუჩერის მისაწოდებლად სააგენტო ხელმძ­ღვა­ნე­ლობს ამ განკარგულების №2 და №5 დანართების შესაბამისი ელექ­ტრონული სიით.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ვაუჩერის მიმღები შეიძლება იყოს აბონენტის მისამართზე მყოფი ნებისმიერი პირი (რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად). 2012 წლის 1 აგვისტომდე მომხმარებლისათვის ვაუჩერი შე­საძლებელია აგრეთვე გადაცემულ იქნეს სააგენტოში მისი მომართვის შემ­თ­ხვევაშიც.“;

გ) მე-4 მუხლის:

გ.ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თუ №2 დანართით გათვალისწინებული მოსარგებლის 2012 წლის 30 მარტამდე შეღავათი არ აისახა აბონენტის პირად ბარათზე, ხოლო №5 დანართით გათვალისწინებული მოსარგებლის 2012 წლის 20 ივლისამდე შეღავათი არ აისახა აბონენტის პირად ბარათზე;“;

გ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუცილებელია, ვაუჩერის სპეციალურ გრაფაში სრულად იქ­ნეს მითითებული სასურველი აბონენტის (დასაჩუქრებულის) მონაცემები და სადისტრიბუციო კომპანიაში ვაუჩერის წარდგენა მოხდეს არა უგვიანეს 2012 წლის 1 აგვისტოსი.“;

დ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„1. მოსარგებლეებს ვაუჩერი გადაეცემათ №2 და №5 დანართებით გა­თვალისწინებულ მისამართზე. ვაუჩერის გადაცემისათვის სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირი 15 კალენდარული დღის განმავლობაში განახორცი­ელებს მინიმუმ 3 ვიზიტს იმ შემთხვევაში, როდესაც რაიმე მიზეზით მო­სარგებლეს ვერ გადაეცა ვაუჩერი პირველი ორი ვიზიტის დროს.“.

3. განკარგულებას დაემატოს დანართი №5.

 

პრემიერ-მინისტრი                                  ნიკა გილაური