სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი–რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტის განსახორციელებლად უძრავი ქონების შესყიდვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1205
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 19/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1205

2012 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი–რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტის განსახორციელებლად უძრავი ქონების შესყიდვის შესახებ

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – საქარ­თ­ველოს მუნიციპალური განვი­თა­რების ფონდმა უზრუნველყოს აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფი­ნან­სებული საქართველოს მდგრადი ურ­ბა­ნული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში საერთა­შორისო მნიშვნელობის თბილისი–წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბ­ლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბი­ლისი–რუსთავის მონაკვეთის (I და III მონაკვეთების, თბილისი–ფონი­ჭალის და ფონიჭალა–რუსთავის) მოდერნიზაციის პროექტით გათვალის­წი­ნებული სამუშაოების დაწყებამ­დე ფონდის მიერ აზიის განვითარების ბანკთან შეთანხმებული გზის გან­თვისების ზოლში მოყოლილი მიწის ნა­კვე­თების გამოსყიდვა და განსახ­ლების გეგმებით (LARP-I და LARP-II) გათ­ვალისწინებული ღონის­ძიებების განხორციელება.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირვე­ლი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად „სა­ქა­რ­თ­­ველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციე­ლებე­ლი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდე­ბა­რებულ სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გა­მო­უყოს 15 500 000 (თხუთმეტი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი.

 

პრემიერ-მინისტრი                                   ნიკა გილაური