კახეთის რეგიონში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1428
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 23/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1428

2012 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

კახეთის რეგიონში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

1. კახეთის რეგიონში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ დაევალოთ სათანადო ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

3. ამ განკარგულების შესაბამისად სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსების წყაროდ განისაზღვროს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის № 447 განკარგულების თანახმად სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ განკარგულებაში დატოვებული 2011 წლის გაუნაწილებელი მოგება.

 

პრემიერ-მინისტრი                              ივანე მერაბიშვილი