სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ დევნილთათვის გარკვეული საკვები პროდუქტებისა და სხვა საყოფაცხოვრებო მოხმარების საქონლის შეძენა-მიწოდების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1406
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 20/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1406

2012 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ დევნილთათვის გარკვეული საკვები პროდუქტებისა და სხვა საყოფაცხოვრებო მოხმარების საქონლის შეძენა-მიწოდების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი – 34 02 01) შესაბამისი თანხა მიმართოს სტიქიის შედეგად დაზიანებულ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში (ყოფილი გვარდიის შენობა – ქ. თელავი, თბილისის გზატკეცილი №26 და ყოფილი პროფტექნიკური სასწავლებლის ს/ს – ქ. თელავი, თბილისის გზატკეცილი №28) მცხოვრებ პირთათვის გარკვეული საკვები პროდუქტებისა და სხვა საყოფაცხოვრებო მოხმარების საქონლის შეძენა-მიწოდების ხელშეწყობის ღონისძიებათა უზრუნველსაყოფად.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში ჩატარების მიზნით საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

პრემიერ-მინისტრი                          ივანე მერაბიშვილი