„ზნაურისა და ზონკარის პროექტების“ განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების შესასრულებლად ზოგიერთი გასატარებელი ღონისძიების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2147
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 04/11/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2147

2011 წლის 4 ნოემბერი

 ქ. თბილისი

 „ზნაურისა და ზონკარის პროექტების“ განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების შესასრულებლად ზოგიერთი გასატარებელი ღონისძიების შესახებ

1. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „ზნაურისა და ზონკარის პროექტების“ განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს: კარიბრაჰიმ ოღლი უმიდ დოღას (პასპ. ნომ. U01862022), მემედ კოინჯუ ს (პასპ. ნომ. U02320656 ), ბარამ ალთუმკაიას (პასპ. ნომ. U00958173) და ულხან ქიბარს (პასპ. ნომ. U03407904) მიმდინარე წლის 4 ნოემბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით მიეცეთ აკრძალული მიმართულებიდან ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) შესვლის ნებართვა.

2. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს მიეცეს უფლება, მიიღოს „ზნაურისა და ზონკარის პროექტების“ განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მატერიალური ფასეულობები და გადასცეს იგი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                       ნიკა გილაური