შპს „CBD Development-ის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №736
2014 წლის 28 აპრილი
ქ. თბილისი
შპს „CBD Development-ის“ საქმიანობისხელშესაწყობადრიგღონისძიებათაგანხორციელებისშესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს:
ა) შპს „სახელმწიფო უზრუნველყოფასა“ და შპს „CBD Development-ს“ შორის 2010 წლის 25 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით (შემდგომში – ხელშეკრულება) გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულების (5.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი) ვადაგადაცილებით შესრულებისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდისგან შპს „CBD Development-ის“ გათავისუფლების თაობაზე, იმ პირობით, რომ შპს „CBD Development-ი“ შეასრულებს ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვალდებულებებს;
ბ) ხელშეკრულებით განსაზღვრული, შესაბამისი ქონების განსავითარებლად გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულება (5.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი) განისაზღვროს არანაკლებ 31 000 000 (ოცდათერთმეტი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობით და განხორციელდეს, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 5 წლის განმავლობაში, შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
ბ.ა) პირველი წლის დასასრულს არანაკლებ 3 000 000 (სამი მილიონი) აშშ დოლარი;
ბ.ბ) მე-2 წლის დასასრულს არანაკლებ 11 000 000 (თერთმეტი მილიონი) აშშ დოლარი;
ბ.გ) მე-3 წლის დასასრულს არანაკლებ 20 000 000 (ოცი მილიონი) აშშ დოლარი;
ბ.დ) მე-4 წლის დასასრულს არანაკლებ 25 000 000 (ოცდახუთი მილიონი) აშშ დოლარი;
ბ.ე) მე-5 წლის დასასრულს არანაკლებ 31 000 000 (ოცდათერთმეტი მილიონი) აშშ დოლარი;
გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულების (5.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი) შესრულების დადასტურება განხორციელდეს „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით განსაზღვრული ერთ-ერთი საექსპერტო ან/და აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, ყოველი საინვესტიციო წლის დასრულებიდან 45 (ორმოცდახუთი) დღეში.
2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „CBD Development-ის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „CBD Development-ის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.04.2014.
- როდის იქნა მიღებული „შპს „CBD Development-ის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“?
- „შპს „CBD Development-ის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ მიღებულია 28.04.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №736. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017031.
- სად არის „შპს „CBD Development-ის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.04.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „CBD Development-ის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“, №736, 28.04.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017031 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.04.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2338549/