1. ადმინისტრაციულ ორგანოებს უფლება აქვთ:
ა) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების გაცნობის გზით მიიღონ სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ;
ბ) დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღონ გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენისათვის საჭირო მონაცემების განხილვის პროცესში.
2. ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან, მოთხოვნიდან არა უგვიანეს ორი თვისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიაწოდონ სამინისტროს მათთან დაცული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შესადგენად.
კომპეტენციათა გამიჯვნა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფერო