1. წესის ძირითადი მიზანია:

ა) უზრუნველყოს სახელმწიფოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ადამიანის ძირითადი უფლება – მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია მისი საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ;

ბ) სამართლებრივად უზრუნველყოს გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვა.

2. წესის ძირითადი ამოცანებია:

ა) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრისათვის წარდგენის წესის განსაზღვრა;

ბ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სტრუქტურის დადგენა;

გ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში მოქალაქეთა და სახელმწიფო ორგანოების უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა;

დ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების გამოქვეყნებისა და გავრცელების გზით მისი საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვა და აღნიშნულთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირებ