1. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მონაწილეობენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფლებამოსილი არიან შეადგინონ, დაამტკიცონ, გამოაქვეყნონ და გაავრცელონ გარემოს მდგომარეობის შესახებ ადგილობრივი და რეგიონული მოხსენებები.

3. გარემოს მდგომარეობის შესახებ ადგილობრივ და რეგიონულ მოხსენებებს უნდა ჰქონდეთ გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სტრუქტურა.

4. გარემოს მდგომარეობის შესახებ ადგილობრივი და რეგიონული მოხსენებების შედგენის, დამტკიცებისა და დაფინანსების წესი განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე.

თავი IV

გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის ზოგადი პრინციპები და სტრუქტუ