1. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოები მონაწილეობენ კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოები უფლებამოსილნი არიან შეადგინონ, დაამტკიცონ, გამოაქვეყნონ და გაავრცელონ ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს მდგომარეობის შესახებ მოხსენებები.

3. ავტონომიური რესპუბლიკების გარემოს მდგომარეობის შესახებ მოხსენებებს უნდა ჰქონდეთ გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სტრუქტურა.

4. ავტონომიური რესპუბლიკების გარემოს მდგომარეობის შესახებ მოხსენებების შედგენის, დამტკიცებისა და დაფინანსების წესი განისაზღვრება ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზ