„M&C SAATCHI (UK) LIMITED“-სა და საქართველოს მთავრობას შორის 2010 წლის 29 იანვარს გაფორმებული „სარეკლამო მომსახურების შესყიდვის შეთანხმების“ გრაფიკის ცვლილების პროექტის მოწონებისა და ვერა ქობალიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №30
2011 წლის 13 იანვარი
ქ. თბილისი
„M&CSAATCHI (UK) LIMITED“-სა და საქართველოს მთავრობას შორის 2010 წლის 29 იანვარს გაფორმებული „სარეკლამო მომსახურების შესყიდვის შეთანხმების“ გრაფიკის ცვლილების პროექტის მოწონებისა და ვერა ქობალიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
1. მოწონებულ იქნეს „M&CSAATCHI (UK) LIMITED“-სა და საქართველოს მთავრობას შორის 2010 წლის 29 იანვარს გაფორმებული „სარეკლამო მომსახურების შესყიდვის შეთანხმების“ გრაფიკის ცვლილების პროექტი.
2. „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დამატებით გამოეყოს 4 746 554 (ოთხი მილიონ შვიდას ორმოცდაექვსი ათას ხუთას ორმოცდათოთხმეტი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი (ყველა გადასახადის ჩათვლით) კომპანია „M&CSAATCHI (UK) LIMITED“-ის მიერ შეთანხმებით განსაზღვრული სარეკლამო მომსახურების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად.
3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ვერა ქობალიას, რომ საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ ცვლილებას.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესასრულებლად უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „M&C SAATCHI (UK) LIMITED“-სა და საქართველოს მთავრობას შორის 2010 წლის 29 იანვარს გაფორმებული „სარეკლამო მომსახურების შესყიდვის შეთანხმების“ გრაფიკის ცვლილების პროექტის მოწონებისა და ვერა ქობალიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „M&C SAATCHI (UK) LIMITED“-სა და საქართველოს მთავრობას შორის 2010 წლის 29 იანვარს გაფორმებული „სარეკლამო მომსახურების შესყიდვის შეთანხმების“ გრაფიკის ცვლილების პროექტის მოწონებისა და ვერა ქობალიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.01.2011.
- როდის იქნა მიღებული „M&C SAATCHI (UK) LIMITED“-სა და საქართველოს მთავრობას შორის 2010 წლის 29 იანვარს გაფორმებული „სარეკლამო მომსახურების შესყიდვის შეთანხმების“ გრაფიკის ცვლილების პროექტის მოწონებისა და ვერა ქობალიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ?
- „M&C SAATCHI (UK) LIMITED“-სა და საქართველოს მთავრობას შორის 2010 წლის 29 იანვარს გაფორმებული „სარეკლამო მომსახურების შესყიდვის შეთანხმების“ გრაფიკის ცვლილების პროექტის მოწონებისა და ვერა ქობალიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ მიღებულია 13.01.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №30. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „M&C SAATCHI (UK) LIMITED“-სა და საქართველოს მთავრობას შორის 2010 წლის 29 იანვარს გაფორმებული „სარეკლამო მომსახურების შესყიდვის შეთანხმების“ გრაფიკის ცვლილების პროექტის მოწონებისა და ვერა ქობალიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.01.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „M&C SAATCHI (UK) LIMITED“-სა და საქართველოს მთავრობას შორის 2010 წლის 29 იანვარს გაფორმებული „სარეკლამო მომსახურების შესყიდვის შეთანხმების“ გრაფიკის ცვლილების პროექტის მოწონებისა და ვერა ქობალიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ, №30, 13.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2350594/