კ. ბაინდურაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№465
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 30/06/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №465

2009 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

კ. ბაინდურაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და კომ პა ნია ,,M&C SAATCHI (UK) LIMITED“- ს შორის გასაფორმებელი შეთანხმების წარმოდგენილი პროექტი და „საქართველოს მთავ რობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წე სის შესახებ” საქართველოს კანონის 27- ე მუხლის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა მინისტრს კ. ბაინდურაშვილს მიენი ჭოს უფლებამოსილება, რომ საქართველოს მთავრობის სახე ლით ხელი მოაწეროს აღნიშნულ შეთანხმებას.

2. კომპანია ,,M&C SAATCHI (UK) LIMITED“- ის მიერ შეთან ხმებით განსაზღვრული საინვესტიციო- სარეკლამო მომსახუ რების განსახორციელებლად საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართ ველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ფი ნან სთა სამინისტროს გამოეყოს 8 723 715.0 ( რვა მილიონ შვი დას ოცდასამი ათას შვიდას თხუთმეტი) აშშ დოლარის ეკვი ვალენტი ლარი.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს გამოყოფილი თანხის გადარიცხვა კომპანია ,,M&C SAATCHI (UK) LIMITED“- ის ანგარიშზე შეთანხმებით განსაზღვრული ანგარიშ სწორების პირობების შესაბამისად.

4. „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე სახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანამდე, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის გაზრდის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოიძიოს რესურსი 4 000 000.0 ( ოთხი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლა რის ოდენობით.

5. კომპანია ,,M&C SAATCHI (UK) LIMITED“- ისათვის თანხის გადარიცხვაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ხოლო შეთანხმების შესრულებაზე – ამავე შეთანხმებით განსაზღვრულმა უფლებამოსილმა პირმა.

 

პრემიერ- მინისტრი           ნიკა გილაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „კ. ბაინდურაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „კ. ბაინდურაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.06.2009.
როდის იქნა მიღებული „კ. ბაინდურაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“?
„კ. ბაინდურაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“ მიღებულია 30.06.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №465. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „კ. ბაინდურაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.06.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „კ. ბაინდურაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“, №465, 30.06.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2094202/