საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1806
2011 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ უზრუნველყოს „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან 12 500 (თორმეტი ათას ხუთასი) ლარის გამოყოფა და აღნიშნული თანხის ფარგლებში სათანადო ღონისძიებების განხორციელება ვალესა და კარწახის სასაზღვრო გამტარი პუნქტების ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური