პროფესიული განათლების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (17)
შემდგომი ცვლილებები (17)
დოკუმენტის ტექსტი
ამ კანონის მიზანია ქვეყანაში პროფესიული განათლების ფუნქციისა და ადგილის განსაზღვრა, პროფესიული განათლების სისტემის შექმნა, რომელიც დააკმაყოფილებს სწრაფად და მუდმივად ცვალებად შრომის ბაზრის მოთხოვნებს.
მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო
ეს კანონი ადგენს საქართველოში პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებსა და წესს, პროფესიული განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესებს, განსაზღვრავს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა სტატუსს და ადგენს მათი დაფუძნების, საქმიანობის, აკრედიტაციის, რეორგანიზაცია-ლიკვიდაციის წესებს.
მუხლი 3. პროფესიული განათლების სამართლებრივი საფუძვლები
პროფესიული განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, ამ კანონს, „უმაღლესი განათლების შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“ და „საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონებს, საქართველოს შრომის კოდექსს და სხვა ნორმატიულ აქტებს.
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აკრედიტაცია – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პროფესიულ სტანდარტთან, სტანდარტულ სახელობო საგანმანათლებლო პროგრამასთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმატივებთან შესაბამისობის დადასტურება;
ბ) არაფორმალური განათლება – პროფესიული განათლება, გარდა პროფესიული უმაღლესი განათლებისა, რომელიც პირმა მიიღო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისაგან დამოუკიდებლად ან არააკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად;
გ) ატესტაცია – უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არაფორმალური გზით შეძენილი სახელობო განათლების მქონე პირის პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შემოწმება და შესაბამისი კვალიფიკაციის დადასტურება;
დ) დიპლომირებული სპეციალისტი – პირი, რომელსაც პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში კრედიტების დადგენილი რაოდენობის დაგროვების შედეგად შესაბამისი დოკუმენტით მიენიჭა კვალიფიკაცია და რომელსაც შეუძლია სწავლის პროცესში მიღებული ცოდნის პროფესიულ საქმიანობაში გამოყენება;
ე) ეროვნული პროფესიული სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პროფესიული განათლების რეგულირების მიზნით შეიმუშავებს პროფესიულ სტანდარტებს და ასრულებს ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ვ) ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო – დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს საქართველოში არსებულ ყველა კვალიფიკაციის ჩარჩოს, მათ შორის, პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს;
ზ) ვაუჩერი – სახელმწიფოს მიერ პროფესიული სტუდენტისათვის გადაცემული, მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოშვებულ იქნეს როგორც მატერიალიზებული, ისე არამატერიალიზებული ფორმით და რომელიც განკუთვნილია პროფესიული სტუდენტის მიერ სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების დასაფინანსებლად;
თ) სახელობო განათლების ინსტრუქტორი – პირი, რომელსაც აქვს შესაბამის პროფესიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და რომელიც პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით ახორციელებს სწავლებას;
ი) კვალიფიკაცია – კონკრეტულ შრომით საქმიანობაში პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციათა ფლობის დონე;
კ) კვალიფიკაციის ამაღლება – სწავლების პროცესი, რომლის მიზანია გარკვეულ სფეროში კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ დამატებით ახალი პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების დახვეწა;
ლ) კოლეჯი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას;
მ) კრედიტი – ერთეული, რომელიც გამოხატავს პროფესიული სტუდენტის მიერ ერთი საგნის ასათვისებლად შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას;
ნ) პროფესია – ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციათა ერთობლიობა, რომელთა ფლობა აუცილებელია გარკვეულ სფეროში შრომითი საქმიანობისათვის და რომელთა შეძენა შესაძლებელია სწავლის ან/და შესაბამის სფეროში საქმიანობის შედეგად;
ო) პროფესიული ასოციაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე მომიჯნავე პროფესიის წარმომადგენლებისაგან და რომლის მიზანია პროფესიის განვითარებისათვის ხელშეწყობა, წევრთა ერთობლივი ინტერესების დაცვა, პროფესიული ეთიკის დაცვაზე ზრუნვა;
პ) პროფესიული განათლება – სახელობო ან/და პროფესიული უმაღლესი განათლება, რომლის მიზანია პირის მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის მომზადება;
ჟ) პროფესიული გადამზადება – სწავლების პროცესი, რომლის მიზანია მოიცავს ადრე მიღებულისაგან განსხვავებული პროფესიული ცოდნის შეძენა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაც განპირობებულია პროფესიული საქმიანობის ხასიათისა და შინაარსის შეცვლის აუცილებლობით;
რ) პროფესიული ორიენტაცია – ღონისძიებათა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მთელი სიცოცხლის განმავლობაში პირის შემდგომი განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობათა, სხვადასხვა სახის საქმიანობის სპეციფიკის, პროფესიათა შესახებ ინფორმაციასთან დაშვების ხელმისაწვდომობას და ხელს უწყობს მას, პროფესია აირჩიოს ინდივიდუალური თავისებურებების, მიდრეკილებებისა და შესაძლებლობათა გათვალისწინებით;
ს) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი – დოკუმენტი, რომელიც ადგენს სტანდარტული სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის პირობებსა და წესს;
ტ) პროფესიული სტანდარტი – ეროვნული პროფესიული სააგენტოს მიერ დამტკიცებული, პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს შემადგენელი დოკუმენტი, რომლითაც განსაზღვრულია ის პროფესიული ცოდნა, უნარ-ჩვევები და კომპეტენციები, რომლებსაც უნდა ფლობდეს კონკრეტული პროფესიის წარმომადგენელი;
უ) პროფესიული სტუდენტი – პირი, რომელიც სწავლობს სახელობო საგანმანათლებლო პროგრამით;
ფ) პროფესიული სწავლების ცენტრი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება – საჯარო ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სახელობო საგანმანათლებლო პროგრამებს;
ქ) პროფესიულ კვალიკიფაციათა ჩარჩო – დოკუმენტი, რომელშიც სისტემატიზებულია საქართველოში არსებული სახელობო და პროფესიული უმაღლესი განათლების შესაბამისი ყველა პროფესია, კვალიფიკაცია, კვალიფიკაციის დონე და პროფესიული სტანდარტი;
ღ) რეგულირებადი პროფესია – პროფესია, რომლით საქმიანობის განსახორციელებლად პირმა უნდა მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმალური განათლება და ჩააბაროს შესაბამისი სასერტიფიკაციო გამოცდა;
ყ) საატესტაციო ორგანო – საჯარო ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულია, როგორც სახელობო განათლების ატესტაციის ჩატარებაზე უფლებამოსილი ორგანო;
შ) სასწავლო პრაქტიკა – სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი პრაქტიკული საქმიანობა, რომელიც ხორციელდება პრაქტიკული სწავლებისათვის სპეციალურად შექმნილ გარემოში –პროფესიული სწავლების ცენტრში ან მის ფარგლებს გარეთ;
ჩ) სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობა – ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარების მიზნით სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების, კომპეტენტური საჯარო სამართლის იურიდიული პირების, დამსაქმებლების, პროფესიული ასოციაციებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობა;
ც) საწარმოო პრაქტიკა – პროფესიული სტუდენტის მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურდება დამსაქმებლის მიერ და რომლის მიზანია პროფესიული სტუდენტის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება;
ძ) სახელობო განათლება – პროფესიული განათლების სახე, რომლის მიღებაც შეიძლება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ და რომლის მიზანია სერტიფიცირებული სპეციალისტის მომზადება;
წ) სახელობო განათლების მასწავლებელი – პირი, რომელმაც მიიღო შესაბამის სფეროში უმაღლესი განათლება, გაიარა აკრედიტებული პედაგოგიური საგანმანათლებლო კურსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ახორციელებს სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის სწავლებას;
ჭ) სახელობო განათლების მასწავლებლის/ინსტრუქტორის სერტიფიცირება – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელობო განათლების მასწავლებლისათვის/ინსტრუქტორისათვის პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭება ან/და განახლება;
ხ) სერტიფიცირებული სპეციალისტი – პირი, რომელმაც აითვისა სახელობო საგანმანათლებლო პროგრამა, მიენიჭა შესაბამისი დოკუმენტით დადასტურებული კვალიფიკაცია და მიღებული ცოდნის საფუძველზე შეუძლია განახორციელოს პროფესიული მოქმედებები;
ჯ) სპეციალური პროფესიული განათლება – განათლება, რომლის მიზანია პირის პოლიციაში ან/და გასამხედროებულ დაწესებულებაში მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის მომზადება;
ჰ) სტანდარტული სახელობო საგანმანათლებლო პროგრამა – დოკუმენტი, რომელიც მოიცავს პროფესიულ სტანდარტში აღნიშნული პროფესიული ცოდნის მიღებისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის აუცილებელ საგანმანათლებლო კურსებს, მათ შინაარსს და დროში განაწილებას.
მუხლი 5. პროფესიული განათლების მიზნები
საქართველოში პროფესიული განათლების მიზნებია:
ა) მოსახლეობის პროფესიულ-საგანმანათლებლო მოთხოვნების დაკმაყოფილება, პირის პროფესიული განვითარების, პროფესიული კარიერისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობა;
ბ) ეკონომიკის უზრუნველყოფა შიდა და საერთაშორისო შრომის ბაზრებზე კონკურენტუნარიანი კვალიფიციური კადრებით, პროფესიული განათლების სისტემის მისადაგება სწრაფად და მუდმივად ცვალებად შრომის ბაზრის მოთხოვნებთან;
გ) დასაქმებულთა კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების გზით;
დ) ახალ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებთან მოსახლეობის მისადაგების ხელშეწყობა მის მიერ საკუთარი ბიზნესის წამოწყებისა თუ თვითდასაქმების გზით;
ე) პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა მობილობის წახალისება;
ვ) საზოგადოებისაგან გარიყვის რისკის ქვეშ მყოფი პირებისათვის პროფესიული განვითარებისა და დასაქმების პირობების შექმნა;
ზ) მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის განვითარება;
თ) პროფესიული განათლების სფეროში სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის სისტემის შექმნა.
მუხლი 6. პროფესიული განათლების ამოცანები
ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად პროფესიული განათლების ამოცანებია:
ა) საქართველოში ერთიანი პროფესიულ-საგანმანათლებლო სივრცის შექმნა მთელი სიცოცხლის განმავლობაში პირის მიერ სწავლის შესაძლებლობის, სწავლების მრავალსაფეხურიანობისა და მრავალფეროვნების გათვალისწინებით;
ბ) საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოება და შემდგომი ინტეგრაცია;
გ) პროფესიული განათლების მისადაგება ადგილობრივ მოთხოვნებთან; რეგიონული განვითარების მიმდინარე და პერსპექტიული მოთხოვნების გათვალისწინებით პროფესიული საგანმანათლებლო ქსელის შექმნა;
დ) სახელობო და პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების რეალიზების მიზნით პროფესიული სწავლების ცენტრებისა და კოლეჯების შექმნა;
ე) პროფესიული განათლების ყველა საფეხურზე პროფესიულ სტუდენტთა საგანმანათლებლო მუშაობის დაგეგმვისა და შეფასების ერთიანი საკრედიტო სისტემის დანერგვა;
ვ) კონკრეტული პროფესიის განვითარების საფუძველზე, პროფესიული პედაგოგიკისა და ანდრაგოგიკის მიღწევების გამოყენებით სახელობო განათლების მასწავლებელთა და ინსტრუქტორთა მომზადება-გადამზადების ახალი პრაქტიკის გავრცელება;
ზ) პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს შემუშავება და სრულყოფა;
თ) თითოეული პროფესიისათვის პროფესიული სტანდარტების შემუშავება;
ი) სტანდარტული სახელობო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, მათი შემდგომი განახლება და განვითარება;
კ) პროფესიული სწავლების ცენტრების აკრედიტაციის სისტემის შექმნა;
ლ) პროფესიული სწავლების ცენტრებში პროფესიული ორიენტაციის სისტემის შექმნა და განვითარება, პროფესიული სტუდენტისათვის საკუთარი ბიზნესის დაწყებისა და წარმოების პრინციპების გაცნობა;
მ) პროფესიული განათლების დაფინანსებაში კერძო სექტორის მონაწილეობის ხელშეწყობა.
მუხლი 7. პროფესიული განათლების მიღების უფლება
1. ყველას აქვს უფლება, მიიღოს პროფესიული განათლება, რათა შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია პროფესიული საქმიანობისათვის.
2. პროფესიული განათლების მისაღებად სახელმწიფო ქმნის პროფესიული განათლების სისტემას, რომელიც ეფუძნება პროფესიული სწავლების ცენტრებსა და კოლეჯებს.
3. პროფესიული განათლების სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს პირის პროფესიული განათლების, მომზადებისა და განვითარების პირობებს მისი განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. პროფესიული განათლების მიღება, გარდა პროფესიული უმაღლესი განათლებისა, შეიძლება არაფორმალური გზით. პროფესიული განათლების სისტემა უზრუნველყოფს არაფორმალური გზით შეძენილი ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციათა ატესტაციით შემოწმებისა და შესაბამისი სახელობო კვალიფიკაციის დადასტურების ან აღიარების შესაძლებლობის არსებობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. პროფესიული სწავლების ცენტრი და არაფორმალური განათლების საატესტაციო ორგანო ვალდებული არიან უზრუნველყონ პირის სამართლიანი შეფასება.
6. პროფესიული სწავლების ცენტრი ვალდებულია სწავლისა და სასწავლო პრაქტიკის დროს თავის ტერიტორიაზე შექმნას ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემო.
7. პროფესიული სტუდენტის უფლებები საწარმოო პრაქტიკის გავლისას დაცული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. პროფესიული განათლების მიღების უფლების სრულად რეალიზების მიზნით პროფესიული სწავლების ცენტრები ახორციელებენ პროფესიულ ორიენტაციას, რომლის მიზანია პროფესიული განათლებით დაინტერესებულ პირებთან, მათ შორის, აბიტურიენტებთან, პროფესიულ სტუდენტებთან და სტუდენტებთან კონსულტაციების გამართვა პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობების, მომავალი პროფესიული საქმიანობისა და დასაქმების პირობების შესახებ. პროფესიული ორიენტაციის განხორციელების მიზნით პროფესიული სწავლების ცენტრები თანამშრომლობენ დამსაქმებლებთან.
თავი II. პროფესიული განათლების სახეები
მუხლი 8. პროფესიული განათლების სახეები და ადგილი განათლების სისტემაში
1. საქართველოში განათლების სისტემა უზრუნველყოფს ზოგადი განათლების, პროფესიული განათლებისა და აკადემიური უმაღლესი განათლების ურთიერთკავშირს.
2. საქართველოში პროფესიული განათლების სახეებია: სახელობო განათლება და პროფესიული უმაღლესი განათლება.
3. პროფესიული განათლება, გარდა პროფესიული უმაღლესი განათლებისა, შეიძლება იყოს ფორმალური და არაფორმალური.
4. ფორმალური პროფესიული განათლების მიღება ხდება პროფესიული სწავლების განმახორციელებელ აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სტრუქტურირებულ გარემოში, მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას და სრულდება შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებით ან შეცვლით და შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემით.
5. არაფორმალური განათლების მიღება არ ხდება აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად და არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას. არაფორმალური განათლება შეიძლება მიღებულ იქნეს დამოუკიდებელი, არაინსტიტუციური ან არასტრუქტურირებული მუშაობის ფორმითაც.
6. სახელობო განათლების მიღება შეიძლება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის, ხოლო პროფესიული უმაღლესი განათლებისა – მხოლოდ სრული ზოგადი განათლების მიღების საფუძველზე.
7. პროფესიული უმაღლესი განათლება რეგულირდება ამ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით.
8. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი განისაზღვრება და სპეციალური პროფესიული განათლების მიღების წესი დგინდება შესაბამისი კანონით.
მუხლი 9. ფორმალური პროფესიული განათლება
1. ფორმალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები მოიცავს თეორიულ სწავლებას, სასწავლო პრაქტიკას ან/და საწარმოო პრაქტიკას.
2. სახელობო საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება პროფესიული სწავლების ცენტრებში. პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები შეიძლება აგრეთვე განხორციელდეს ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
3. სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს.
4. სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობა, რომელიც მოიცავს სახელობო საგანმანათლებლო პროგრამების ათვისებას, რომლის შედეგადაც პირს ენიჭება პროფესიული კვალიფიკაცია, ექვემდებარება ლიცენზირებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული სახელობო განათლების სახელმწიფო აღიარებისათვის სავალდებულოა დაწესებულების აკრედიტაცია სახელობო განათლების ნაწილში.
6. სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაიცემა სახელობო განათლების დამადასტურებელი სპეციალისტის სერტიფიკატი.
7. პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაიცემა პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სპეციალისტის დიპლომი.
8. პროფესიული სწავლების ცენტრმა სახელობო განათლების პროგრამები შეიძლება გაიანგარიშოს კრედიტებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესით. კრედიტებით გაანგარიშება სავალდებულო არ არის. აკრედიტებული სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მოპოვებული კრედიტები უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეიძლება ჩათვალოს პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. სახელობო განათლება პროფესიული სწავლების ცენტრსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას შორის შესაბამისი ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში პროფესიული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს პროფესიული სწავლების ცენტრი.
მუხლი 10. არაფორმალური განათლება
1. არაფორმალური განათლების მიზანია პროფესიის ათვისება, პროფესიული გადამზადება ან/და კვალიფიკაციის ამაღლება. არაფორმალური განათლების გზით მიღებული კვალიფიკაციის სახელმწიფო აღიარება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ატესტაციის გავლის შედეგად.
2. პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების საგანმანათლებლო პროგრამები შეიძლება განხორციელდეს როგორც პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ისე სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ. პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების საგანმანათლებლო პროგრამების სახელმწიფო აღიარებისათვის აკრედიტაცია სავალდებულო არ არის.
3. არაფორმალური გზით მიღებული სახელობო განათლების ატესტაციას ახორციელებენ საატესტაციო ორგანოები. საატესტაციო ორგანო შეიძლება იყოს იურიდიული პირი, განურჩევლად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, რომელიც აღიარებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ატესტაცია მიზნად ისახავს:
ა) არაფორმალური განათლების მქონე პირის ცოდნისა და უნარ-ჩვევების შემოწმებას და შესაბამისი კვალიფიკაციის დადასტურებას;
ბ) უცხო ქვეყანაში მიღებული პროფესიული განათლებისა და კვალიფიკაციის აღიარებას;
გ) საქართველოში მიღებული ფორმალური პროფესიული განათლების შეფასებას და შესაბამისი კვალიფიკაციის დადასტურებას.
5. ეროვნული პროფესიული სააგენტო თითოეული პროფესიისა და კვალიფიკაციისათვის ადგენს საატესტაციო ორგანოს და საატესტაციო ორგანოთა შერჩევის წესს.
6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეროვნული პროფესიული სააგენტოს წარდგინებით ადგენს ატესტაციის პირობებსა და წესს.
მუხლი 11. ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო და პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო
1. საქართველოში არსებულ კვალიფიკაციათა განსაზღვრის მიზნით იქმნება ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო, რომელიც მოიცავს პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს. პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს პროფესიულ ასოციაციებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს და ამტკიცებს ეროვნული პროფესიული სააგენტო.
2. პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო ახდენს საქართველოში არსებული სახელობო და პროფესიული უმაღლესი განათლების შესაბამისი ყველა პროფესიის, კვალიფიკაციის, კვალიფიკაციის დონისა და შესაბამისი პროფესიული სტანდარტის სისტემატიზებას. სახელმწიფო უზრუნველყოფს პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოში არსებული ყველა პროფესიის შესაბამისი კვალიფიკაციისათვის აუცილებელი ფორმალური პროფესიული განათლების აკრედიტაციას და არაფორმალური გზით შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების ატესტაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოში კონკრეტული კვალიფიკაციის არარსებობა არ ზღუდავს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლებას, მაგრამ გამორიცხავს მის სახელმწიფო აღიარებას.
მუხლი 12. რეგულირებადი პროფესიები
1. მაღალი რისკის შემცველ პროფესიებს, რომლებიც შეეხება ადამიანის ჯანმრთელობას, პიროვნების განვითარებას და მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს, სახელმწიფო გამოყოფს რეგულირებადი პროფესიების სახით. რეგულირებადი პროფესიით საქმიანობა შეიძლება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მისთვის აუცილებელია როგორც ფორმალური პროფესიული განათლება, ისე შესაბამისი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. რეგულირებად პროფესიათა ნუსხას, რომლებსაც შეესაბამება სახელობო ან/და პროფესიული უმაღლესი განათლების კვალიფიკაცია, აგრეთვე ამ რეგულირებადი პროფესიით საქმიანობის უფლების მინიჭებისა და განახლებისთვის აუცილებელ პირობებსა და მათი შესრულების წესს ეროვნული პროფესიული სააგენტოს წარდგინებით ან მისი სავალდებულო დასკვნის გათვალისწინებით ადგენს საქართველოს მთავრობა.
თავი III. პროფესიული განათლების სისტემის მართვა
მუხლი 13. პროფესიული განათლების სისტემის მართვის ორგანოები
1. პროფესიული განათლების სისტემის მართვის ორგანოები არიან:
ა) საქართველოს მთავრობა;
ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროები;
ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული პროფესიული სააგენტო;
ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი;
თ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი;
ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.
2. პროფესიული განათლების სისტემის მართვის ორგანოები პროფესიული განათლების სფეროში საქმიანობას ახორციელებენ სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის პრინციპის საფუძველზე.
მუხლი 14. საქართველოს მთავრობა
1. პროფესიული განათლების სფეროში საქართველოს მთავრობა:
ა) ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას;
ბ) ადგენს რეგულირებად პროფესიათა ნუსხას, რეგულირებადი პროფესიით საქმიანობის უფლების მოპოვებისათვის აუცილებელ პირობებს და მათი შესრულების წესს;
გ) რეგულირებადი პროფესიებისათვის განსაზღვრავს შესაბამისი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩამტარებელ ორგანოს;
დ) ადგენს პროფესიული განათლების დაფინანსების წესს;
ე) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ეროვნულ პროფესიულ სააგენტოს და ამტკიცებს მის წესდებას;
ვ) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – პროფესიული სწავლების ცენტრში სახელობო საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის საფასურის ოდენობას/ოდენობებს, რომელსაც სრულად ფარავს ერთ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი ვაუჩერი.
2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული პროფესიული სააგენტოს თავმჯდომარეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით, აგრეთვე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული პროფესიული სააგენტოს პროფესიული საბჭოს წევრებს ამ კანონისა და ეროვნული პროფესიული სააგენტოს წესდების შესაბამისად.
მუხლი 15. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
პროფესიული განათლების სფეროში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო:
ა) ატარებს სახელმწიფო პოლიტიკას;
ბ) აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – პროფესიული სწავლების ცენტრებს და ამტკიცებს მათ წესდებებს, ახორციელებს მათ სახელმწიფო კონტროლს, რეორგანიზაცია-ლიკვიდაციას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პროფესიული სწავლების ცენტრების დირექტორებს;
გ) აფუძნებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს – პროფესიული სწავლების ცენტრებს;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული სწავლების ცენტრის აკრედიტაციის დებულებას, რომელიც განსაზღვრავს აკრედიტაციის კრიტერიუმებს და აკრედიტაციის ჩატარების წესს;
ე) შეიმუშავებს პროფესიული განათლების სისტემის ინდიკატორების ამსახველ ძირითად დოკუმენტს;
ვ) ადგენს უცხო ქვეყანაში მიღებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის აღიარების პირობებსა და წესს;
ზ) ეროვნული პროფესიული სააგენტოს წარდგინებით ადგენს არაფორმალური განათლების ატესტაციის პირობებსა და წესს;
თ) განათლების ხარისხის შემოწმებისა და უზრუნველყოფის სფეროში თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნებთან, მათ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
ი) პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით შეიმუშავებს პროგრამებს;
კ) ახდენს სახელობო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი იურიდიული პირების ლიცენზირებას;
ლ) ახორციელებს ეროვნული პროფესიული სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს ეროვნული პროფესიული სააგენტოს თავმჯდომარისა და პროფესიული საბჭოს წევრის კანდიდატურებს, აგრეთვე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ეროვნული პროფესიული სააგენტოს თავმჯდომარის კანდიდატურას;
მ) ამტკიცებს აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული სახელობო განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს;
ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს სახელობო საგანმანათლებლო სტანდარტს;
ო) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ან სხვა პირის წარდგინებით ამტკიცებს სტანდარტულ სახელობო საგანმანათლებლო პროგრამებს სახელობო საგანმანათლებლო სტანდარტის შესაბამისად;
პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს სახელობო განათლების მასწავლებლისა და ინსტრუქტორის პროფესიულ სტანდარტებს, სახელობო განათლების მასწავლებლის/ინსტრუქტორის პროფესიული ეთიკის კოდექსის შემუშავების წესს, პროფესიული ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში სახელობო განათლების მასწავლებლის/ინსტრუქტორის მიმართ განსახორციელებელი დისციპლინური წარმოების წესს;
ჟ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს სახელობო განათლების მასწავლებლისა და ინსტრუქტორის სერტიფიცირების წესს;
რ) ამტკიცებს სახელობო განათლების მასწავლებლისა და ინსტრუქტორის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის კრიტერიუმებს;
ს) ადგენს პროფესიული განათლების კრედიტების გაანგარიშების წესს;
ტ) განსაზღვრავს პროფესიული სწავლების ცენტრში პროფესიული სტუდენტის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას;
უ) ადგენს აკრედიტებულ პროფესიული სწავლების ცენტრში პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვის წესს;
ფ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 16. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
პროფესიული განათლების სფეროში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო:
ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს ეროვნული პროფესიული სააგენტოს პროფესიული საბჭოს წევრის კანდიდატურას;
ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს ეროვნული პროფესიული სააგენტოს თავმჯდომარის კანდიდატურას.
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროები:
ა) შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ხელს უწყობენ პროფესიული განათლების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას;
ბ) პროფესიული განათლების სფეროში ქმნიან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს – პროფესიული სწავლების ცენტრებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 18. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები
პროფესიული განათლების სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები:
ა) ხელს უწყობენ პროფესიული სწავლების ცენტრების მოქმედებას, უფლებამოსილი არიან, განახორციელონ პროფესიული სწავლების ცენტრების დაფინანსება;
ბ) მონაწილეობენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული სწავლების ცენტრის მართვაში წესდებით განსაზღვრული წესით;
გ) ქმნიან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს – პროფესიული სწავლების ცენტრს;
დ) ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 19. ეროვნული პროფესიული სააგენტო
1. საქართველოს მთავრობა ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ეროვნულ პროფესიულ სააგენტოს.
2. ეროვნული პროფესიული სააგენტოს მართვას ახორციელებენ სააგენტოს თავმჯდომარე და პროფესიული საბჭო.
3. ეროვნული პროფესიული სააგენტოს პროფესიულ საბჭოში თანაბრად უნდა იყვნენ წარმოდგენილი კერძო სამართლის იურიდიული პირები და სახელმწიფო. ეროვნული პროფესიული სააგენტოს პროფესიული საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება მისი წესდებით.
4. ეროვნული პროფესიული სააგენტოს პროფესიულ საბჭოში სახელმწიფოს აუცილებლად უნდა წარმოადგენდეს არანაკლებ თითო წევრისა შემდეგი უწყებებიდან:
ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
გ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო;
დ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.
5. ეროვნული პროფესიული სააგენტოს პროფესიულ საბჭოში აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი არანაკლებ თითო წევრისა შემდეგი იურიდიული პირებიდან:
ა) საზოგადოებრივი ორგანიზაციები;
ბ) დამსაქმებელთა კავშირები;
გ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი იურიდიული პირები (მათი გაერთიანებები/კავშირები).
6. ეროვნული პროფესიული სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს პროფესიულ ასოციაციებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, კონკრეტულ სფეროში ასეთების არსებობის შემთხვევაში.
7. ეროვნული პროფესიული სააგენტო:
ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს და საატესტაციო ორგანოთა დადგენის წესს, რომლებიც მტკიცდება პროფესიული საბჭოს დადგენილებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად;
ბ) პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოში არსებული ყველა პროფესიისა და კვალიფიკაციისათვის შეიმუშავებს პროფესიულ სტანდარტს, რომელიც არის პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს შემადგენელი ნაწილი და მტკიცდება პროფესიული საბჭოს დადგენილებით, „ნორმატიული აქტების“ შესახებ საქართველოს კანონის თანახმად. პროფესიული სტანდარტის შემუშავებისას ეროვნულმა პროფესიულმა სააგენტომ უნდა განიხილოს შესაბამისი სფეროს პროფესიული ასოციაციის შენიშვნები და წინადადებები;
გ) ახორციელებს საატესტაციო ორგანოთა აღიარებას;
დ) შეიმუშავებს წინადადებებს საქართველოს მთავრობისათვის პროფესიული განათლების სფეროში პოლიტიკის განხორციელების შესახებ;
ე) აწარმოებს პროფესიათა საინფორმაციო ბანკს;
ვ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ქმნის კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებს;
ზ) იკვლევს შრომის ბაზარს;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 20. პროფესიული ასოციაციები
1. პროფესიული ასოციაციები ხელს უწყობენ კონკრეტული პროფესიების განვითარებას.
2. პროფესიული ასოციაციები:
ა) შეიმუშავებენ წინადადებებს პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოში კვალიფიკაციის ან/და პროფესიის დამატების, ამოღებისა და ცვლილების შესახებ და წარუდგენენ ეროვნულ პროფესიულ სააგენტოს;
ბ) პროფესიული სტანდარტის შესახებ საკუთარ შენიშვნებსა და წინადადებებს წარუდგენენ ეროვნულ პროფესიულ სააგენტოს;
გ) სახელობო საგანმანათლებლო სტანდარტის შესახებ შეიმუშავებენ წინადადებებს და წარუდგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;
დ) შეიმუშავებენ სტანდარტულ სახელობო საგანმანათლებლო პროგრამას და დასამტკიცებლად წარუდგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) ხელს უწყობენ პროფესიული სწავლების ცენტრებს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში, აგრეთვე შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ურთიერთკავშირს;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში ატარებენ შესაბამის პროფესიაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდას;
ზ) უფლებამოსილი არიან, შექმნან სარეკომენდაციო პროფესიული სტანდარტები, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და განახორციელონ პროფესიული სწავლების ცენტრებისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია საკუთარი სტანდარტებისა და აკრედიტაციის პირობების შესაბამისად;
თ) ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 21. განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი:
ა) ახორციელებს პროფესიული სწავლების ცენტრების აკრედიტაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს პროფესიული სწავლების ცენტრის აკრედიტაციის დებულებას;
გ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან შეთანხმებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სახელობო განათლების მასწავლებლისა და ინსტრუქტორის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის კრიტერიუმებს.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი ახორციელებს სახელობო განათლების მასწავლებლისათვის/ინსტრუქტორისათვის განსაზღვრული პედაგოგიური საგანმანათლებლო კურსის პროგრამულ აკრედიტაციას.
მუხლი 22. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი შეიმუშავებს სახელობო საგანმანათლებლო სტანდარტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად შეიმუშავებს სტანდარტულ სახელობო საგანმანათლებლო პროგრამებს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხოლო სხვა პირის მიერ სტანდარტული სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის პროექტის შემუშავების შემთხვევაში – ადგენს პროექტის შესაბამისობას სახელობო საგანმანათლებლო სტანდარტთან და გასცემს სათანადო დასკვნას.
მუხლი 23. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი შეიმუშავებს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს:
ა) სახელობო განათლების მასწავლებლის/ინსტრუქტორის პროფესიულ სტანდარტს;
ბ) სახელობო განათლების მასწავლებლის/ინსტრუქტორის პროფესიული ეთიკის კოდექსს, რომელსაც იგი შეიმუშავებს პროფესიული ასოციაციებისა და ორგანიზაციების მონაწილეობით;
გ) სახელობო განათლების მასწავლებლის/ინსტრუქტორის სერტიფიცირების წესს.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ახორციელებს სახელობო განათლების მასწავლებელთა/ინსტრუქტორთა სერტიფიცირებას, პროფესიული ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში სახელობო განათლების მასწავლებლის ან/და ინსტრუქტორის მიმართ იღებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.
თავი IV. სახელობო განათლების მასწავლებელი, ინსტრუქტორი და პროფესიული სტუდენტი
მუხლი 24. სახელობო განათლების მასწავლებელი და ინსტრუქტორი
1. პროფესიული სწავლების ცენტრის მასწავლებელი შეიძლება იყოს სათანადო უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელმაც გაიარა შესაბამისი სახელობო განათლების მასწავლებლის მომზადების აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი კრედიტების რაოდენობის შესაბამისად და სერტიფიცირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, როგორც სახელობო განათლების მასწავლებელი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ.
2. სახელობო განათლების მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ექვემდებარება პროგრამულ აკრედიტაციას. სახელობო განათლების მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის წარდგინებით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის თანხმობით.
3. სახელობო განათლების ინსტრუქტორი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და პროფესიულ სტუდენტთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით ახორციელებს სწავლებას. სახელობო განათლების ინსტრუქტორს გავლილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი სახელობო განათლების მასწავლებლის მომზადების აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი კრედიტების რაოდენობის შესაბამისად და სერტიფიცირებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სახელობო განათლების მასწავლებლის მომზადების აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის გავლა სავალდებულო არ არის იმ პირებისათვის, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვეს ზოგადი განათლების მასწავლებლობის უფლება.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული სწავლების ცენტრის მასწავლებლის შრომის ანაზღაურება სრული სამუშაო კვირის შემთხვევაში არ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ საჯარო მოსამსახურის მინიმალურ შრომის ანაზღაურებაზე ნაკლები.
6. სახელობო განათლების მასწავლებელს და ინსტრუქტორს უფლება აქვთ მოსთხოვონ პროფესიული სწავლების ცენტრს მუშაობისათვის აუცილებელი და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო პირობების შექმნა.
7. სახელობო განათლების მასწავლებლის/ინსტრუქტორის სერტიფიცირება მოიცავს მასწავლებლობის/ინსტრუქტორობის უფლების მინიჭებას და განახლებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად და დადგენილი პერიოდულობით.
1. პროფესიული სტუდენტის უფლებები პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო შრომითი საქმიანობისას განისაზღვრება საქართველოს შრომის კოდექსით.
2. სახელობო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულება ვალდებულია სასწავლო პრაქტიკის დროს უზრუნველყოს პროფესიული სტუდენტის ჯანმრთელობის უსაფრთხოება.
თავი V. პროფესიული განათლების რეგულირება
მუხლი 26. პროფესიული სტანდარტი
1. პროფესიული სტანდარტი არის დოკუმენტი, რომლითაც განსაზღვრულია კონკრეტული პროფესიის მიზნები, ამოცანები და ის პროფესიული ცოდნა, უნარ-ჩვევები და კომპეტენციები, რომლებსაც პირი უნდა ფლობდეს ამ პროფესიით საქმიანობისას.
2. ეროვნული პროფესიული სააგენტო შეიმუშავებს და ნორმატიული აქტით ამტკიცებს პროფესიულ სტანდარტს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. პროფესიული სტანდარტი არის პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს შემადგენელი ნაწილი.
3. პროფესიული სტანდარტი სტანდარტული სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის საფუძველია.
მუხლი 27. სახელობო საგანმანათლებლო სტანდარტი
1. სახელობო საგანმანათლებლო სტანდარტი არის დოკუმენტი, რომლითაც განსაზღვრულია სტანდარტული სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის აუცილებელი მოთხოვნები და მისი შექმნის წესი. სახელობო საგანმანათლებლო სტანდარტში აღნიშნული მოთხოვნებისა და წესის შესრულება სავალდებულოა სტანდარტული სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის დასამტკიცებლად.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი სახელობო საგანმანათლებლო სტანდარტს შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
მუხლი 28. სტანდარტული სახელობო საგანმანათლებლო პროგრამა
1. პროფესიული სტანდარტის შესრულების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამტკიცებს სტანდარტულ სახელობო საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა სახელობო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულების აკრედიტაციისათვის. სტანდარტული სახელობო საგანმანათლებლო პროგრამა უნდა შედგეს სახელობო საგანმანათლებლო სტანდარტის შესაბამისად.
2. სტანდარტულ სახელობო საგანმანათლებლო პროგრამას ყოველი პროფესიული სტანდარტისათვის შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი.
3. სტანდარტული სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის დამტკიცების ინიციატორი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის გარდა, შეიძლება აგრეთვე იყოს სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირი. ფიზიკური ან იურიდიული პირი სტანდარტული სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის პროექტს წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრს, რომელიც ადგენს პროექტის შესაბამისობას სახელობო საგანმანათლებლო სტანდარტთან. თუ პროექტი შედგენილია სახელობო საგანმანათლებლო სტანდარტის შესაბამისად, ფიზიკური ან იურიდიული პირი პროექტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
მუხლი 29. პროფესიული სწავლების ცენტრის აკრედიტაცია
1. პროფესიული სწავლების ცენტრი სახელმწიფო აღიარებისა და სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად საჭიროებს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ აკრედიტაციას.
2. აკრედიტაცია ადგენს დაწესებულების მიერ განხორციელებული პროგრამების, პროგრამების ფარგლებში დაწესებულებაში ან დაწესებულების გარეთ განხორციელებული სასწავლო პრაქტიკისა და მთლიანად დაწესებულებაში არსებული რესურსების შესაბამისობას სტანდარტულ სახელობო საგანმანათლებლო პროგრამასთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ აკრედიტაციის ნორმატივებთან.
3. პროფესიული სწავლების ცენტრის აკრედიტაციის ჩატარების პირობები, წესი, სამართლებრივი შედეგები და პროფესიული სწავლების ცენტრის პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობა განისაზღვრება აკრედიტაციის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
თავი VI. პროფესიული სწავლების ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
მუხლი 30. პროფესიული სწავლების ცენტრის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა
1. პროფესიული სწავლების ცენტრი შეიძლება იყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
2. კერძო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია სხვა დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობა.
3. იურიდიული პირი სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროებს ლიცენზირებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. პროფესიული სწავლების ცენტრი თავის საქმიანობას ახორციელებს ავტონომიის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირები – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი არიან სხვა დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე განახორციელონ სახელობო საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში მათზე არ ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული სწავლების ცენტრის მიმართ დადგენილი მართვის წესი, თუმცა ვრცელდება პროფესიული სწავლების ცენტრის მიმართ დადგენილი ლიცენზირების, აკრედიტაციის, ჩარიცხვის, დაფინანსებისა და სახელობო განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურების პირობები და წესები.
6. კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე – პროფესიული სწავლების ცენტრებზე არ ვრცელდება ამ კანონის 32-ე–34-ე მუხლებით, 35-ე მუხლის მე-5–მე-8 პუნქტებით და 36-ე–39-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმები.
მუხლი 31. პროფესიული სწავლების ცენტრის მართვის პრინციპები
1. პროფესიული სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს:
ა) გადაწყვეტილებების საჯაროობის, გამჭვირვალობისა და დაინტერესებული პირებისათვის ხელმისაწვდომობის პრინციპების დაცვას;
ბ) პროფესიულ სტუდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას, განურჩევლად პირის სქესისა, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებებისა, ფიზიკური შესაძლებლობებისა და სხვა;
გ) გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაწესებულების პროფესიულ სტუდენტთა და სახელობო განათლების მასწავლებელთა/ინსტრუქტორთა მონაწილეობას;
დ) გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროფესიულ სტუდენტთა პოტენციური დამსაქმებლების მოთხოვნათა გათვალისწინებას;
ე) საგანმანათლებლო პროცესის წარმართვას დაწესებულების ავტონომიურობის პრინციპის საფუძველზე.
2. პროფესიული სწავლების ცენტრის წესდებითა და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.
მუხლი 32. პროფესიული სწავლების ცენტრის მართვის ორგანოები
პროფესიული სწავლების ცენტრის მართვას ახორციელებენ პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო წესდებით განსაზღვრული წესით.
მუხლი 33. პროფესიული სწავლების ცენტრის სამეთვალყურეო საბჭო
1. პროფესიული სწავლების ცენტრის მართვის უმაღლესი ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან დამსაქმებლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე პროფესიული სტუდენტების მშობელთა და სახელობო განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლები. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა, დაკომპლექტების, უფლებამოსილებათა წარმოშობისა და შეწყვეტის წესები განისაზღვრება პროფესიული სწავლების ცენტრის წესდებით.
2. სამეთვალყურეო საბჭო:
ა) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული სწავლების ცენტრის ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს დირექტორის მიერ მომზადებულ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას;
ბ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული სწავლების ცენტრის შინაგანაწესს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებულ საშტატო განრიგს. პროფესიული სწავლების ცენტრის შინაგანაწესი სხვა საკითხებთან ერთად უნდა განსაზღვრავდეს ცენტრში პროფესიულ სტუდენტთა მიღების წესებს;
გ) აკონტროლებს დირექტორის მიერ პროფესიული სწავლების ცენტრის თანხების ხარჯვასა და ქონების განკარგვას;
დ) ითანხმებს დირექტორის მიერ წარმოდგენილ პროფესიული სწავლების ცენტრის წესდების პროექტს;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 34. პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორი
1. პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორი:
ა) ახორციელებს პროფესიული სწავლების ცენტრის მართვას;
ბ) წარმოადგენს პროფესიული სწავლების ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობებში;
გ) სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს პროფესიული სწავლების ცენტრის შინაგანაწესს და ბიუჯეტს;
დ) შეიმუშავებს და სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს პროფესიული სწავლების ცენტრის საშტატო განრიგს;
ე) უზრუნველყოფს სახელობო განათლების მასწავლებლებთან, ინსტრუქტორებთან და პროფესიული სწავლების ცენტრის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას, უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეწყვიტოს მათთან შრომითი ურთიერთობა;
ვ) პროფესიული სწავლების ცენტრის წესდებით განსაზღვრულ ვადაში სამეთვალყურეო საბჭოს აბარებს ყოველწლიურ ანგარიშს პროფესიული სწავლების ცენტრის საგანმანათლებლო, ფინანსური და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობის შესახებ;
ზ) უფლებამოსილია დადოს გარიგებები, მათ შორის, პროფესიული სწავლების ცენტრის ქონების შესახებ, გარდა იმ გარიგებებისა, რომლებთან დაკავშირებითაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობა;
თ) წარმართავს და ზედამხედველობს პროფესიული სწავლების ცენტრში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესს და სასწავლო პრაქტიკას;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და პროფესიული სწავლების ცენტრის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორი საქართველოს კანონმდებლობითა და პროფესიული სწავლების ცენტრის წესდებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.
3. პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორი არ შეიძლება იყოს 65 წელს მიღწეული პირი.
თავი VIII. პროფესიული განათლების დაფინანსება და პროფესიული სწავლების ცენტრის ქონება
1. პროფესიული განათლების დაფინანსებას ახორციელებენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოები უფლებამოსილი არიან დააფინანსონ პროფესიული სწავლების ცენტრები ერთ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერით, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.
3. დაუშვებელია არსებობდეს განსხვავება საქართველოს მოქალაქეთათვის პროფესიული სწავლების ცენტრში ერთი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის საფასურის ოდენობებს შორის.
4. პროფესიული განათლება შეიძლება დააფინანსონ კერძო პირებმა.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოები უფლებამოსილი არიან დააფინანსონ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – პროფესიული სწავლების ცენტრები მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების წესით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – პროფესიული სწავლების ცენტრს უფლება არა აქვს დააწესოს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ იმ ოდენობაზე მეტი საფასური, რომელსაც სახელმწიფო სრულად დაფარავს ერთ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი ვაუჩერით.
7. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – პროფესიულ სწავლების ცენტრს უფლება აქვს მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის, შემოსავალი მიიღოს ისეთი ეკონომიკური საქმიანობიდან, რომელიც არ არის სახიფათო ადამიანის ჯანმრთელობისათვის და უარყოფითად არ მოქმედებს სწავლების ხარისხზე. მოზიდული სახსრები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ პროფესიული სწავლების ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
8. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული სწავლების ცენტრის შემოსავალი და ხარჯები აისახება მის ბიუჯეტში; მასვე აქვს დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში და ბეჭედი.
მუხლი 36. პროფესიული სწავლების ცენტრის ანგარიშგება და საბუღალტრო აღრიცხვა
1. პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორი თანხებს განკარგავს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით.
2. პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორი გადაუდებელი აუცილებლობისას უფლებამოსილია, სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის გარეშე გადაანაცვლოს ბიუჯეტის ერთი მუხლის სახსრების არა უმეტეს 10%-ისა მეორე მუხლში. ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს სახელობო განათლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების შემცირება. პროფესიული სწავლების ცენტრის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში დირექტორი უფლებამოსილია ყოველთვიურად გასცეს თანხები არა უმეტეს გასული წლის ბიუჯეტის 1/12-ისა.
3. სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა აუცილებელია ისეთი გარიგების დადებისას, რომლის ღირებულებაც აღემატება პროფესიული სწავლების ცენტრის ბიუჯეტის 5%-ს.
4. პროფესიული სწავლების ცენტრი საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგების დოკუმენტებს აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 37. პროფესიული სწავლების ცენტრის ქონება
1. პროფესიული სწავლების ცენტრის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობანი და მისი შესაბამისი მიწის ფართობი სახელმწიფო საკუთრებაა და ცენტრს გადაეცემა უვადო და უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. პროფესიული სწავლების ცენტრი მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ქონებას განკარგავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
თავი IX. პროფესიული სწავლების ცენტრის სახელმწიფო კონტროლი, რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია
მუხლი 38. პროფესიული სწავლების ცენტრის სახელმწიფო კონტროლი
1. პროფესიული სწავლების ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2. სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს პროფესიული სწავლების ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 39. პროფესიული სწავლების ცენტრის რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია
პროფესიული სწავლების ცენტრის რეორგანიზაცია-ლიკვიდაციას ახორციელებს მისი დამფუძნებელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი X. გარდამავალი დებულებანი
მუხლი 40. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები
1. „განათლების შესახებ“, „დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად გაცემული დაწყებითი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი გათანაბრებულია სახელობო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან (სპეციალისტის სერტიფიკატთან), ხოლო საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი – პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომთან (სპეციალისტის დიპლომთან), გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ამ კანონის ამოქმედებამდე დაფუძნებული საჯარო და ლიცენზირებული კერძო სამართლის იურიდიული პირები – დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალონ ამ კანონის შესაბამისად დაფუძნებულ პროფესიული სწავლების ცენტრებად და სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მქონეებად. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. რეორგანიზაციამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები საქმიანობას განაგრძობენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული წესდებების საფუძველზე.
3. პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ჩაირიცხნენ დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, შესაბამისი პროგრამის ათვისების შედეგად მიიღებენ სახელობო განათლების დამადასტურებელ სპეციალისტის სერტიფიკატს.
4. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილი არიან არა უგვიანეს 2009-2010 სასწავლო წლის დასაწყისისა მიმართონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელობო საგანმანათლებლო ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.
5. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დაასრულოს საშუალო პროფესიული პროგრამებით სწავლება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსებით, იმ მოსწავლეთათვის, რომლებიც ჩაირიცხნენ ამ კანონის ამოქმედებამდე:
ა) 2008-2009 სასწავლო წლის დაწყებამდე – თუ მის მიერ განხორციელებული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა იყო 2 წელი;
ბ) 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე – თუ მის მიერ განხორციელებული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა იყო 3 წელი.
6. პირებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ჩაირიცხნენ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დაასრულებენ 2008-2009/2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე, გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გათანაბრებულია პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომთან, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ათვისებული საშუალო პროფესიული განათლების პროგრამები უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეიძლება ჩათვალოს უმაღლესი განათლების კრედიტებად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის დროს.
7. 2006-2007 სასწავლო წელს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ მოსწავლეებზე, რომლებიც 2008-2009 სასწავლო წლის დაწყებამდე დაასრულებენ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დამასტურებელი დიპლომი. საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი, რომელიც ამ პირებზე გაიცემა ისეთი საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სპეციალობების შესაბამისად ხორციელდება, გათანაბრებულია:
ა) ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ბაზაზე – სახელობო განათლების სერტიფიკატთან;
ბ) სრული ზოგადი განათლების ბაზაზე – პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომთან.
8. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შეიძლება მიუერთდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება. ამ შემთხვევაში საშუალო პროფესიული განათლების დიპლომს ამ მუხლის მე-5–მე-7 პუნქტების შესაბამისად გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
9. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს ეროვნული პროფესიული სააგენტოს შექმნა.
10. ეროვნულმა პროფესიულმა სააგენტომ შექმნიდან 12 თვის ვადაში უზრუნველყოს პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს დამტკიცება და პროფესიულ სტანდარტებზე მუშაობის დაწყება.
11. 2013 წლის დასასრულამდე სახელობო განათლების მასწავლებლად/ინსტრუქტორად შეიძლება ჩაითვალოს პირი, რომელსაც არ გაუვლია სახელობო განათლების მასწავლებლის/ინსტრუქტორის აკრედიტებული პედაგოგიური საგანმანათლებლო კურსი და არ არის სერტიფიცირებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ ვადამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს სახელობო განათლების მასწავლებელთა/ინსტრუქტორთა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია და სახელობო განათლების მასწავლებელთა/ინსტრუქტორთა სერტიფიცირება.
12. ამ კანონით გათვალისწინებულის გარდა, სახელობო განათლების მასწავლებლის სერტიფიცირებას ექვემდებარება საშუალო პროფესიული განათლების მქონე პირი, რომელმაც 2008-2009 სასწავლო წლის დაწყებამდე აითვისა ზოგადი განათლების მესამე საფეხურისა და საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა საერთო ხანგრძლივობაა არანაკლებ 4 წლისა.
13. ეროვნული პროფესიული სააგენტოს მიერ პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს, მათ შორის, შესაბამისი პროფესიული სტანდარტების დამტკიცებამდე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია დაამტკიცოს დროებითი პროფესიული სტანდარტები და შესაბამისი სტანდარტული სახელობო საგანმანათლებლო პროგრამები.
14. ლიცენზირებული პროფესიული სწავლების ცენტრები ამ კანონის შესაბამისად პირველი აკრედიტაციის დასრულებამდე ითვლებიან აკრედიტებულად, მაგრამ ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 3 წლისა. ამ პერიოდისათვის პროფესიული სწავლების ცენტრების პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობას განსაზღვრავს პროფესიული სწავლების ცენტრი.
15. პროფესიული განათლების დაფინანსების ამ კანონის შესაბამისი წესის დამტკიცებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირების – პროფესიული სწავლების ცენტრების დაფინანსება სახელმწიფოს მიერ განხორციელდეს პროგრამულად.
მუხლი 41. კანონის ამოქმედება და ძალადაკარგული ნორმატიული აქტი
1. ეს კანონი, გარდა მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა, მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა, მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის მე-5 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
2. ამ კანონის მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2010-2011 სასწავლო წლის დასაწყისიდან, ხოლო 24-ე მუხლის მე-5 პუნქტი – 2009 წლის 1 იანვრიდან.
3. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 1998 წელი, მუხ. 49).
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 28 მარტი.
№4528_Iს
პროფესიული განათლების შესახებ
ძალადაკარგულია - 20.09.2018, №3442)
საქართველოს კანონი
პროფესიული განათლების შესახებ
მუხლი 1. კანონის მიზანი🔗
ამ კანონის მიზანია ქვეყანაში პროფესიული განათლების ფუნქციისა და ადგილის განსაზღვრა, პროფესიული განათლების სისტემის შექმნა, რომელიც დააკმაყოფილებს სწრაფად და მუდმივად ცვალებად შრომის ბაზრის მოთხოვნებს.
მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო🔗
ეს კანონი ადგენს საქართველოში პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, განსაზღვრავს პროფესიული განათლების სახეებს, საფეხურებსა და დაფინანსების პრინციპებს.
საქართველოს 2010 წლის
21 ივლისის
კანონი №
3529
- სსმ I, №4
7
, 05.08.2010 წ., მუხ.
300
მუხლი 3. პროფესიული განათლების სამართლებრივი საფუძვლები🔗
პროფესიული განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, ამ კანონს, „უმაღლესი განათლების შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“ და „საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონებს, საქართველოს შრომის კოდექსს და სხვა ნორმატიულ აქტებს.
პროფესიული განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, ამ კანონს და სხვა ნორმატიულ აქტებს.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 4. ტერმინთა განმარტება🔗
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აკრედიტაცია – აკრედიტაციის სტანდარტებთან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიზანია განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა და რომელთან
აც და
კავშირებულია
ამ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, ასევე სახელმწიფო დაფინანსების მიღება
;
ა1) ავტორიზაცია – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა;
ბ)
არაფორმალური პროფესიული განათლება – პროფესიული განათლება, რომელიც პირმა მიიღო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისაგან დამოუკიდებლად;
ბ1) ასოცირებული ხარისხი – კვალიფიკაცია, რომელიც პირს ენიჭება პროფესიული განათლების მიღების პარალელურად ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად;
ბ
2) პროფესიული ტესტირება – პროცედურა, რომელიც ადგენს პირის მზადყოფნას სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ათვისებისათვის;
გ) (ამოღებულია);
დ) (ამოღებულია);
ე) (ამოღებულია);
ვ) ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო – დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს საქართველოში არსებულ ყველა კვალიფიკაციას, მათ შორის, პროფესიული განათლებისა და სპეციალური პროფესიული განათლების კვალიფიკაციებს;
ზ) (ამოღებულია – 28.06.2013, №780);
თ) (ამოღებულია);
ი) პროფესიული კვალიფიკაცია/კვალიფიკაცია – პროფესიული ცოდნისა და უნარების ფლობა, რაც დასტურდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული პროფესიული დიპლომით;
კ) (ამოღებულია);
ლ) (ამოღებულია);
მ)
კრედიტი – ერთეული, რომელიც გამოხატავს პროფესიული სტუდენტისათვის საჭირო სასწავლო დატვირთვას და რომლის მიღებაც შესაძლებელია სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ;
მ1) ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამა – სხვადასხვა დარგის ცოდნის, შესაბამისი უნარებისა და ღირებულებების განვითარებისკენ მიმართული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხორციელდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე და სრულდება ასოცირებული ხარისხის მინიჭებით;
მ2) მოსამზადებელი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა – პროგრამა, რომლის მიზანია ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი სრული ზოგადი განათლების შესაბამისი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების გამომუშავება და პირის მომზადება სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად;
ნ) (ამოღებულია);
ო) (ამოღებულია);
ო1) (ამოღებულია);
პ) (ამოღებულია);
ჟ) (ამოღებულია);
რ) (ამოღებულია);
ს) (ამოღებულია);
ტ) პროფესიული სტანდარტი – დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაცია და პროფესიული ცოდნა და უნარები, აგრეთვე დგინდება პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებითი მოთხოვნები;
ტ1) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი – დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის მისანიჭებლად საჭირო კრედიტების მოცულობა, მისაღწევი სწავლის შედეგები, იმ მოდულების ერთობლიობა, რომელთა სწავლის შედეგების მიღწევა აუცილებელია პროფესიული კვალიფიკაციის მისანიჭებლად, აგრეთვე შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების და პროგრამის განხორციელების წინაპირობები, შესარჩევი სწავლების მეთოდებისა და შეფასების სისტემის ალტერნატიული ჩამონათვალი;
ტ2) მოდული – სწავლების დამოუკიდებელი, თანამიმდევრული ბლოკი, რომელიც ორიენტირებულია მისაღწევ სწავლის შედეგებზე. მოდულით განისაზღვრება სასწავლო თემატიკისა და მისაღწევი სწავლის შედეგების ურთიერთკავშირი და პროფესიული სტუდენტის სწავლებასა და შეფასების ორგანიზებასთან დაკავშირებული ინფორმაცია;
უ) პროფესიული სტუდენტი – პირი, რომელიც სწავლობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით;
უ1) პროფესიული კოლეჯი – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მხოლოდ პირველი სამი საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს;
უ
2) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკული ცოდნისა და უნარების გამომუშავებაზე და სრულდება შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებით. პროგრამა აერთიანებს პროფესიული კვალიფიკაციის მისანიჭებლად საჭირო სასწავლო კურსებს/მოდულებს. პროგრამით განისაზღვრება პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები, პროფესიული სტუდენტის დატვირთვა კრედიტებში, სწავლების მეთოდები და შეფასების ფორმები;
ფ)
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება – პროფესიული კოლეჯი, საზოგადოებრივი კოლეჯი;
ქ) პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო – ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შემადგენელი დოკუმენტი, რომელშიც სისტემატიზებულია საქართველოში არსებული პროფესიული განათლების შესაბამისი ყველა კვალიფიკაცია;
ღ) რეგულირებადი პროფესია – პროფესია, რომლით საქმიანობის განსახორციელებლად პირმა უნდა მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმალური განათლება და ჩააბაროს შესაბამისი სასერტიფიკაციო გამოცდა;
ღ1) საზოგადოებრივი კოლეჯი – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პარალელურად ახორციელებს მოსამზადებელ ზოგადსაგანმანათლებლო ან/და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე უფლებამოსილია განახორციელოს ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამა;
ყ) (ამოღებულია);
შ) (ამოღებულია);
ჩ) (ამოღებულია);
ც) (ამოღებულია);
ძ) (ამოღებულია);
წ) (ამოღებულია);
ჭ) (ამოღებულია);
ხ)
სპეციალისტი – პირი, რომელსაც მიენიჭა პროფესიული განათლების ერთ-ერთი საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი;
ჯ) სპეციალური პროფესიული განათლება – განათლება, რომლის მიზანია პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ან/და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებში მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის მომზადება;
ჯ1) ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზანია არაქართულენოვანი პირების მიერ ქართული ენის ცოდნისა და შესაბამისი უნარების შეძენა იმ დონეზე, რომელიც აუცილებელია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასაძლევად;
ჰ)
(ამოღებულია
).
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
საქართველოს 2011 წლის 6 დეკემბრის კანონი №5367 - ვებგვერდი, 20.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5717 – ვებგვერდი, 01.03.2012წ.
საქართველოს 2013 წლის
28
ივნისის
კანონი №
7
80
– ვებგვერდი,15
.07.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 27 ივნისის კანონი №3817 – ვებგვერდი, 03.07.2015წ.
საქართველოს 2015 წლის
8
ივლისის კანონი
№3924
- ვებგვერდი, 15.07.2015წ.
მუხლი 5. პროფესიული განათლების მიზნები🔗
საქართველოში პროფესიული განათლების მიზნებია:
ა) ერთიანი პროფესიულ-საგანმანათლებლო სივრცის შექმნა მთელი სიცოცხლის განმავლობაში პირის მიერ სწავლის შესაძლებლობის, სწავლების მრავალსაფეხურიანობისა და მრავალფეროვნების გათვალისწინებით;
ბ) ინდივიდის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
გ) შრომის ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრების მომზადების უზრუნველყოფა;
დ) ინდივიდის დასაქმების, მათ შორის, საკუთარი ბიზნესის წამოწყებისა თუ თვითდასაქმების, ხელშეწყობა;
ე) პროფესიული განათლების სფეროში სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის სისტემის შექმნა, საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში შესაბამისი დარგის დამსაქმებლების მონაწილეობის ხელშეწყობა.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 6. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 7. პროფესიული განათლების მიღების უფლება🔗
1. პირს, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის, პროფესიული ტესტირების ჩაბარებისა და პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველზე, უფლება აქვს, მიიღოს პროფესიული განათლება პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შესაძენად.
2. პროფესიული განათლების მიღების უფლების რეალიზების მიზნით პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამისი დარგის დამსაქმებლების მონაწილეობით გამართოს კონსულტაციები პროფესიული განათლებით დაინტერესებულ პირებთან პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობების, მომავალი პროფესიული საქმიანობისა და დასაქმების პირობების შესახებ.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
საქართველოს 2013 წლის
28
ივნისის
კანონი №
7
80
– ვებგვერდი,15
.07.2013წ.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 8. პროფესიული განათლების სახეები🔗
პროფესიული განათლება იყოფა ფორმალურ და არაფორმალურ პროფესიულ განათლებად.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 9. ფორმალური პროფესიული განათლება🔗
1. ფორმალური პროფესიული განათლების მიღება ხდება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს თეორიულ სწავლებას, სასწავლო ან/და საწარმოო პრაქტიკას და სრულდება პროფესიული განათლების შესაბამისი საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომის გაცემით.
2. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი განისაზღვრება და სპეციალური პროფესიული განათლების მიღების წესი დგინდება შესაბამისი კანონით.
საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4943 - სსმ I, №22, 19.06.2007 წ., მუხ.210
7. პროფესიული უმაღლესი განათლება რეგულირდება ამ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 10. არაფორმალური პროფესიული განათლება🔗
1
. არაფორმალური პროფესიული განათლების სახელმწიფო აღიარება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების მქონე პირის ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შემოწმებას.
2. არაფორმალური გზით მიღებული პროფესიული განათლების აღიარება დაუშვებელია პროფესიული განათლების IV და V საფეხურების ფარგლებში.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 10
1
. პროფესიული განათლების საფეხურები
1. პროფესიული განათლება მოიცავს ხუთ საფეხურს, რომლებიც განისაზღვრება სწავლის შედეგების შესაბამისად:
ა) I საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს თავისი მოვალეობების ერთგვაროვან სიტუაციებში მეთვალყურეობით შესრულების უნარი;
ბ) II საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს თავისი მოვალეობების გარკვეული დამოუკიდებლობით შესრულების უნარი;
გ) III საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს უნარი, განსხვავებულ სიტუაციებში შეასრულოს თავისი მოვალეობები და ადეკვატურად იმოქმედოს წარმოშობილი პრობლემების გადასაწყვეტად;
დ) IV საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს უნარი, პროფესიული ცოდნა გამოიყენოს ცვალებად სიტუაციებში წარმოშობილი პრობლემების გადასაწყვეტად, ზედამხედველობა გაუწიოს სხვების საქმიანობას და აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობა შესრულებული სამუშაოს შეფასებასა და გაუმჯობესებაზე;
ე) V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს უნარი, შეასრულოს ისეთი სამუშაო, რომელიც მოითხოვს სხვათა სამუშაოს დაგეგმვასა და ხელმძღვანელობას, ასევე განხორციელებული სამუშაოს შეფასებასა და სრულყოფას.
2. პროფესიული განათლების თითოეული საფეხურის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი პროფესიული დიპლომი.
3. (ამოღებულია – 28.06.2013, №780
).
4. კონკრეტული პროფესიული განათლების საფეხურები განისაზღვრება პროფესიული სტანდარტით, რომელიც მოიცავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფეხურებიდან ერთ-ერთს, რამდენიმეს ან ყველას.
5.
პროფესიული განათლების თითოეული საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები გაანგარიშებული უნდა იქნეს კრედიტებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესით.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
საქართველოს 2013 წლის
28
ივნისის
კანონი №
7
80
– ვებგვერდი,15
.07.2013წ.
საქართველოს 2018 წლის
5
ივლისის
კანონი №3027
– ვებგვერდი,11
.07.2018წ.
მუხლი 11. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 12. რეგულირებადი პროფესიები🔗
1. მაღალი რისკის შემცველ პროფესიებს, რომლებიც შეეხება ადამიანის ჯანმრთელობას, პიროვნების განვითარებასა და მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს, სახელმწიფო გამოყოფს რეგულირებადი პროფესიების სახით.
2.
რეგულირებად პროფესიებს, რომლებსაც შეესაბამება პროფესიული განათლების კვალიფიკაციები, აგრეთვე რეგულირებადი პროფესიით საქმიანობის უფლების მინიჭებისა და განახლებისათვის აუცილებელ პირობებს და მათი შესრულების წესს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით ან მისი სავალდებულო დასკვნის გათვალისწინებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
საქართველოს 2018 წლის
5
ივლისის
კანონი №3027
– ვებგვერდი,11
.07.2018წ.
მუხლი 12
1
. პროფესიული განათლების მასწავლებელი
1. პროფესიული განათლების მასწავლებელი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების IV ან V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელი ან პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
2. IV საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელ პროფესიული განათლების მასწავლებელს უფლება არ აქვს, ასწავლოს V საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.
3. შესაბამისი პროფესიული სტანდარტით შეიძლება დადგინდეს დამატებითი მოთხოვნები.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 13. პროფესიული განათლების სისტემის მართვის ორგანოები🔗
1. პროფესიული განათლების სისტემის მართვის ორგანოები არიან:
ა) საქართველოს მთავრობა;
ბ)
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
ბ
1) (ამოღებულია - 05.07.2018, №3027);
გ) (ამოღებულია);
დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროები;
ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
ვ) (ამოღებულია);
ზ)
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;
თ) (ამოღებულია);
ი)
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
2.
პროფესიული განათლების სისტემის მართვის ორგანოები პროფესიული განათლების სფეროში საქმიანობას ახორციელებენ სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის პრინციპის საფუძველზე, რაც გულისხმობს დამსაქმებლებთან, პროფესიულ ასოციაციებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარების მიზნით.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5717 – ვებგვერდი, 01.03.2012წ.
საქართველოს 2017 წლის 7
დეკემბრის
კანონი №1677
–
ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის
5
ივლისის
კანონი №3027
– ვებგვერდი,11
.07.2018წ.
მუხლი 14. საქართველოს მთავრობა🔗
პროფესიული განათლების სფეროში საქართველოს მთავრობა:
ა)
განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას;
ბ) განსაზღვრავს რეგულირებად პროფესიებს, რეგულირებადი პროფესიით საქმიანობის უფლების მოპოვებისათვის აუცილებელ პირობებს და მათი შესრულების წესს;
გ) რეგულირებადი პროფესიებისათვის განსაზღვრავს შესაბამისი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩამტარებელ ორგანოს;
დ) ადგენს პროფესიული განათლების დაფინანსების წესსა და პირობებს და ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალურ ოდენობას;
ე) (ამოღებულია – 28.06.2013, №780
);
ვ) (ამოღებულია);
ზ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით პროფესიული სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესს.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
საქართველოს 2013 წლის
28
ივნისის
კანონი №
7
80
– ვებგვერდი,15
.07.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 19
თებერვლის
კანონი
№4786
- ვებგვერდი, 07.03.2016წ.
საქართველოს 2018 წლის
5
ივლისის
კანონი №3027
– ვებგვერდი,11
.07.2018წ.
მუხლი 15. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო🔗
1. პროფესიული განათლების სფეროში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო:
ა) ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას;
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და ამტკიცებს მათ წესდებებს, ახორციელებს მათ სახელმწიფო კონტროლს, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებს;
გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებებს;
ე) ადგენს უცხო ქვეყანაში მიღებული პროფესიული განათლების აღიარების პირობებსა და წესს;
ვ) ადგენს არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებსა და წესს;
ზ) ამტკიცებს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს;
თ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსს;
ი) ადგენს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების გაანგარიშების წესს;
კ) ამტკიცებს პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულებას;
ლ) უფლებამოსილია პროფესიულ ტესტირებასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო პროფესიული განათლების სფეროში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ამ კანონით დადგენილი წესით:
ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და ამტკიცებს მის წესდებას, ახორციელებს მის სახელმწიფო კონტროლს, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს;
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;
გ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
საქართველოს 2013 წლის
28
ივნისის
კანონი №
7
80
– ვებგვერდი,15
.07.2013წ.
საქართველოს 2018 წლის
5
ივლისის
კანონი №3027
– ვებგვერდი,11
.07.2018წ.
მუხლი 151 . (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5717 – ვებგვერდი, 01.03.2012წ.
საქართველოს 2017 წლის 7
დეკემბრის
კანონი №1677
–
ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის
5
ივლისის
კანონი №3027
– ვებგვერდი,11
.07.2018წ.
მუხლი 16. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
მუხლი 17. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროები🔗
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროები:
ა) შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ხელს უწყობენ პროფესიული განათლების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას;
ბ)
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმნიან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს – პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 18. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები🔗
პროფესიული განათლების სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები:
ა) ხელს უწყობენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მოქმედებებს, უფლებამოსილი არიან, განახორციელონ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წესდებებით განსაზღვრული წესით მონაწილეობენ მათ მართვაში;
გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით ქმნიან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს;
დ) ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 19. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
მუხლი 20. პროფესიული ასოციაციები🔗
1. პროფესიული ასოციაციები ხელს უწყობენ კონკრეტული პროფესიების განვითარებას.
2. პროფესიული ასოციაციები:
ა)
შეიმუშავებენ წინადადებებს პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოში კვალიფიკაციის დამატების, ცვლილების და პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოდან კვალიფიკაციის ამოღების შესახებ და წარუდგენენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს;
ბ) (ამოღებულია);
გ)
პროფესიული სტანდარტის შესახებ შეიმუშავებენ წინადადებებს და წარუდგენენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს;
დ) (ამოღებულია);
ე)
ხელს უწყობენ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში, აგრეთვე შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ურთიერთკავშირს;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში ატარებენ შესაბამის პროფესიაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდას;
ზ) (ამოღებულია);
თ) ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
საქართველოს 2018 წლის
5
ივლისის
კანონი №3027
– ვებგვერდი,11
.07.2018წ.
მუხლი 20 1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია და აკრედიტაცია🔗
1. ავტორიზაციის შედეგად დაწესებულება იძენს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს და უფლებამოსილია გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი.
1
1.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ავტორიზაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად საჯარო სამართლის იურიდიული პირი − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ქმნის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს, რომლის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო (შემდგომ – ავტორიზაციის საბჭო) საავტორიზაციო დოკუმენტაციისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებს ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებას. ავტორიზაციის საბჭოს წევრებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან.
2. აკრედიტაციის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა.
3. ქართული ენისა და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში.
4. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების დაფინანსება გაიცემა მხოლოდ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების იმ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, რომელსაც გავლილი აქვს აკრედიტაცია.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5717 – ვებგვერდი, 01.03.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №
3
50
– ვებგვერდი, 28.03.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 19
თებერვლის
კანონი
№4786
- ვებგვერდი, 07.03.2016წ.
საქართველოს 2018 წლის
5
ივლისის
კანონი №3027
– ვებგვერდი,11
.07.2018წ.
მუხლი 20
2
. პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო და პროფესიული სტანდარტი
1.
ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს ნაწილია პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო, რომელსაც პროფესიულ ასოციაციებთან და დაინტერესებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის საფუძველია პროფესიული სტანდარტი, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, – პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი, რომელსაც პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოზე დაყრდნობით, პროფესიული ასოციაციებისა და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების მონაწილეობით შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
საქართველოს 2015 წლის 27 ივნისის კანონი №3817 – ვებგვერდი, 03.07.2015წ.
საქართველოს 2018 წლის
5
ივლისის
კანონი №3027
– ვებგვერდი,11
.07.2018წ.
მუხლი 21. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 22. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 23. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 24. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 25. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 26. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 27. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 28. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
მუხლი 29. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 30. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები🔗
1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება იყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება თავის საქმიანობას ახორციელებს ავტონომიის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე – პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე არ ვრცელდება ამ კანონის 32-ე–34-ე და 36-ე–37-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმები.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 30
1
. პროფესიული კოლეჯი
პროფესიული კოლეჯი არის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მხოლოდ პირველი სამი საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 30
2
. საზოგადოებრივი კოლეჯი
1. საზოგადოებრივი კოლეჯი ახორციელებს ყველა საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, აგრეთვე მოსამზადებელ ზოგადსაგანმანათლებლო, ქართული ენისა და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს.
2. მოსამზადებელი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება აქვს იმ პირს, რომელმაც, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის გავლის მიუხედავად, ვერ შეძლო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება.
3. ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს IV ან V საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტს, რომელსაც მოპოვებული აქვს ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამა მიზნად ისახავს არაქართულენოვანი პროფესიული სტუდენტების მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების ხელშეწყობას მათთვის სახელმწიფო ენის სწავლებით, რაც ხორციელდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პარალელურად.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 31. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პრინციპები🔗
1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს:
ა) გადაწყვეტილების საჯაროობის, გამჭვირვალობისა და დაინტერესებული პირებისათვის ხელმისაწვდომობის პრინციპების დაცვას;
ბ) პროფესიულ სტუდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას, განურჩევლად მათი სქესისა, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებებისა, ფიზიკური შესაძლებლობებისა და სხვა;
გ) გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროფესიულ სტუდენტთა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა მონაწილეობას;
დ) გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროფესიულ სტუდენტთა პოტენციური დამსაქმებლების მოთხოვნათა გათვალისწინებას;
ე) საგანმანათლებლო პროცესის დაწესებულების ავტონომიურობის პრინციპის საფუძველზე წარმართვას
;
ვ) ჯანმრთელობისათვის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას სასწავლო დროს, აგრეთვე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ მიზნით პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან გააფორმოს მომსახურების ხელშეკრულება.
2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.
საქართველოს 2010 წლის
21 ივლისის
კანონი №
3529
- სსმ I, №4
7
, 05.08.2010 წ., მუხ.
300
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4203 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
მუხლი 32. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოები🔗
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოებია სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი, რომელთა საქმიანობის წესი განისაზღვრება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
საქართველოს 2010 წლის
21 ივლისის
კანონი №
3529
- სსმ I, №4
7
, 05.08.2010 წ., მუხ.
300
მუხლი 33. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სამეთვალყურეო საბჭო🔗
1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის უმაღლესი ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შეიძლება შევიდნენ დამსაქმებლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე პროფესიული სტუდენტების მშობელთა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლები. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა, საბჭოს დაკომპლექტების, უფლებამოსილებათა წარმოშობისა და შეწყვეტის წესები განისაზღვრება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
2. სამეთვალყურეო საბჭო:
ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს დირექტორის მიერ მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას;
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესს და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან
შეთანხმებულ საშტატო განრიგს;
გ) აკონტროლებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების თანხების ხარჯვასა და ქონების განკარგვას;
დ) ითანხმებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მიერ წარმოდგენილ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების პროექტს;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს 2010 წლის
21 ივლისის
კანონი №
3529
- სსმ I, №4
7
, 05.08.2010 წ., მუხ.
300
საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5717 – ვებგვერდი, 01.03.2012წ.
მუხლი 34. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი🔗
1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი:
ა) მართავს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობებში;
ბ) სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესსა და ბიუჯეტს;
გ) შეიმუშავებს და სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საშტატო განრიგს;
დ) უზრუნველყოფს პროფესიული განათლების მასწავლებლებთან და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას, უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეწყვიტოს მათთან შრომითი ურთიერთობა;
ე) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ ვადაში სამეთვალყურეო საბჭოს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს დაწესებულების საგანმანათლებლო, ფინანსური და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობის შესახებ;
ვ) უფლებამოსილია დადოს გარიგებები, მათ შორის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ქონების შესახებ, გარდა იმ გარიგებებისა, რომლებთან დაკავშირებითაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობა;
ზ) წარმართავს და ზედამხედველობს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესსა და სასწავლო პრაქტიკას;
ზ
1) პოლიციას ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს აწვდის ინფორმაციას ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტზე, თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი საქართველოს კანონმდებლობითა და პროფესიული დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.
3. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი არ შეიძლება იყოს 65 წელს მიღწეული პირი.
საქართველოს 2010 წლის
21 ივლისის
კანონი №
3529
- სსმ I, №4
7
, 05.08.2010 წ., მუხ.
300
საქართველოს 2017 წლის
4 მაისის
კანონი
№774
- ვებგვერდი, 25.05.2017წ.
მუხლი 34
1
. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას ახორციელებს მისი დამფუძნებელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2010 წლის
21 ივლისის
კანონი №
3529
- სსმ I, №4
7
, 05.08.2010 წ., მუხ.
300
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 35. პროფესიული განათლების დაფინანსება🔗
1. პროფესიული განათლების დაფინანსებას ახორციელებენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოები უფლებამოსილი არიან, დააფინანსონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.
3. (ამოღებულია).
4. პროფესიული განათლება შეიძლება დააფინანსონ კერძო პირებმა.
5. (ამოღებულია – 28.06.2013, №780).
6. (ამოღებულია).
61. (ამოღებულია – 28.06.2013, №780).
7.
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს, მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ისეთი ეკონომიკური საქმიანობიდან, რომელიც არ არის სახიფათო ადამიანის ჯანმრთელობისათვის და უარყოფითად არ მოქმედებს სწავლების ხარისხზე. მოზიდული სახსრები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ დაწესებულების მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას.
8. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შემოსავალი და ხარჯები აისახება მის ბიუჯეტში. აღნიშნულ დაწესებულებას აქვს ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში და ბეჭედი. ამასთანავე, დაწესებულებას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჰქონდეს ანგარიში კომერციულ ბანკშიც.
საქართველოს 2010 წლის
21 ივლისის
კანონი №
3529
- სსმ I, №4
7
, 05.08.2010 წ., მუხ.
300
საქართველოს 2013 წლის
28
ივნისის
კანონი №
7
80
– ვებგვერდი,15
.07.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2942 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.
მუხლი 36. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშგება და საბუღალტრო აღრიცხვა🔗
1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი თანხებს განკარგავს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით.
2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი გადაუდებელი აუცილებლობისას უფლებამოსილია სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის გარეშე გადაანაცვლოს ბიუჯეტის ერთი მუხლის სახსრების არა უმეტეს 10%-ისა მეორე მუხლში. ამ ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს პროფესიული განათლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების შემცირება. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში დირექტორი უფლებამოსილია ყოველთვიურად გასცეს თანხები არა უმეტეს გასული წლის ბიუჯეტის 1/12-ისა.
3. სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა აუცილებელია ისეთი გარიგების დადებისას, რომლის ღირებულებაც აღემატება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის 5%-ს.
4. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგების დოკუმენტებს აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2010 წლის
21 ივლისის
კანონი №
3529
- სსმ I, №4
7
, 05.08.2010 წ., მუხ.
300
მუხლი 37. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ქონება🔗
1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობანი და მისი შესაბამისი მიწის ფართობი სახელმწიფო საკუთრებაა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ქონებას განკარგავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2010 წლის
21 ივლისის
კანონი №
3529
- სსმ I, №4
7
, 05.08.2010 წ., მუხ.
300
საქართველოს 2018 წლის
5
ივლისის
კანონი №3027
– ვებგვერდი,11
.07.2018წ.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 38. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2010 წლის
21 ივლისის
კანონი №
3529
- სსმ I, №4
7
, 05.08.2010 წ., მუხ.
300
მუხლი 39. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2010 წლის
21 ივლისის
კანონი №
3529
- სსმ I, №4
7
, 05.08.2010 წ., მუხ.
300
მუხლი 40. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები🔗
1. „განათლების შესახებ“, „დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად გაცემული დაწყებითი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი გათანაბრებულია სახელობო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან (სპეციალისტის სერტიფიკატთან), ხოლო საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი – პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომთან (სპეციალისტის დიპლომთან), გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
11. სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებულია პროფესიული განათლების III საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელ პროფესიულ დიპლომთან, ხოლო პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი – შესაბამისი პროფესიული განათლების V საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელ პროფესიულ დიპლომთან. პროფესიული სტანდარტით შესაბამისი საფეხურის არარსებობის შემთხვევაში გათანაბრება მოხდება მის კომპეტენციებთან შესატყვის სხვა საფეხურთან.
12. 2011 წლიდან დაუშვებელია პროფესიულ სტუდენტთა მიღება სახელობო საგანმანათლებლო პროგრამაზე. დაუშვებელია დიპლომირებული სპეციალისტის (პროფესიული უმაღლესი განათლების) საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება 2010–2011 სასწავლო წლის შემდეგ.
2. ამ კანონის ამოქმედებამდე დაფუძნებული საჯარო და ლიცენზირებული კერძო სამართლის იურიდიული პირები – დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალონ ამ კანონის შესაბამისად დაფუძნებულ პროფესიული სწავლების ცენტრებად და სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მქონეებად. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. რეორგანიზაციამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები საქმიანობას განაგრძობენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული წესდებების საფუძველზე.
21. პროფესიული სწავლების ცენტრები ჩაითვალონ დაფუძნებულ და ავტორიზებულ პროფესიულ კოლეჯებად 2013–2014 სასწავლო წლის დაწყებამდე. ამ დრომდე პროფესიული კოლეჯები უფლებამოსილი არიან, თავად განსაზღვრონ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში.
2
2. ის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ვალდებული იყვნენ, ავტორიზაცია 2013 წელს გაევლოთ, ავტორიზებულად ჩაითვალონ 2014 წლის 1 სექტემბრამდე. აღნიშნულ თარიღამდე ეს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილი არიან, თავად განსაზღვრონ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით.
3. პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ჩაირიცხნენ დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, შესაბამისი პროგრამის ათვისების შედეგად მიიღებენ სახელობო განათლების დამადასტურებელ სპეციალისტის სერტიფიკატს.
31. პირები, რომლებიც 2010 წლის 1 სექტემბრამდე ჩაირიცხნენ ან 2011 წლამდე ჩაირიცხებიან სახელობო საგანმანათლებლო პროგრამაზე, შესაბამისი პროგრამის ათვისების შედეგად მიიღებენ სახელობო განათლების დამადასტურებელ სპეციალისტის სერტიფიკატს.
32. პირები, რომლებიც 2010 წლის 1 სექტემბრამდე ჩაირიცხნენ ან 2011 წლამდე ჩაირიცხებიან დიპლომირებული სპეციალისტის (პროფესიული უმაღლესი განათლების) საგანმანათლებლო პროგრამაზე, შესაბამისი პროგრამის ათვისების შედეგად მიიღებენ დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაციის დამადასტურებელ დიპლომს.
4. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილი არიან არა უგვიანეს 2009-2010 სასწავლო წლის დასაწყისისა მიმართონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელობო საგანმანათლებლო ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.
5. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დაასრულოს საშუალო პროფესიული პროგრამებით სწავლება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსებით, იმ მოსწავლეთათვის, რომლებიც ჩაირიცხნენ ამ კანონის ამოქმედებამდე:
ა) 2008-2009 სასწავლო წლის დაწყებამდე – თუ მის მიერ განხორციელებული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა იყო 2 წელი;
ბ) 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე – თუ მის მიერ განხორციელებული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა იყო 3 წელი.
6. პირებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ჩაირიცხნენ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დაასრულებენ 2008-2009/2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე, გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გათანაბრებულია პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომთან, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ათვისებული საშუალო პროფესიული განათლების პროგრამები უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეიძლება ჩათვალოს უმაღლესი განათლების კრედიტებად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის დროს.
7. 2006-2007 სასწავლო წელს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ მოსწავლეებზე, რომლებიც 2008-2009 სასწავლო წლის დაწყებამდე დაასრულებენ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დამასტურებელი დიპლომი. საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი, რომელიც ამ პირებზე გაიცემა ისეთი საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სპეციალობების შესაბამისად ხორციელდება, გათანაბრებულია:
ა) ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ბაზაზე – სახელობო განათლების სერტიფიკატთან;
ბ) სრული ზოგადი განათლების ბაზაზე – პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომთან.
8. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შეიძლება მიუერთდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება. ამ შემთხვევაში საშუალო პროფესიული განათლების დიპლომს ამ მუხლის მე-5–მე-7 პუნქტების შესაბამისად გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
9. (ამოღებულია).
10. (ამოღებულია).
11. (ამოღებულია).
12. (ამოღებულია).
13.
ამ კანონით დადგენილი წესით პროფესიული სტანდარტების დამტკიცებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია დაამტკიცოს შესაბამისი დროებითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.
14. (ამოღებულია).
15.
პროფესიული განათლების დაფინანსების ამ კანონის შესაბამისი წესის დამტკიცებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირების – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება სახელმწიფოს მიერ განხორციელდეს პროგრამულად.
16. პროფესიული სტანდარტების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებამდე პროფესიულ სტანდარტებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება და საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
17. (ამოღებულია).
18. სააგენტოს ლიკვიდაცია დასრულდეს არა უგვიანეს 2009 წლის 1 იანვრისა.
19. საქართველოს მთავრობამ 2011–2012 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს ამ კანონის 35-ე მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული წესის მიღება.
20. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი კოლეჯის „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ მიერ განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ჩაითვალოს ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებულ პროგრამებად. ამ პროგრამებზე 2012 წელს მიღებული პირები ჩაითვალონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხულებად; მათ უფლება მიეცეთ, იმავე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით სწავლა გააგრძელონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საზოგადოებრივ კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ ან სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, და მათთვის მინიჭებული კვალიფიკაცია გაუთანაბრდეს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ კვალიფიკაციას.
21. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა შესაბამის პროგრამებზე სწავლის და მათ მიერ კვალიფიკაციის მიღების ხელშეწყობის მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება.
22. 2019 წლის 1 იანვრამდე პროფესიულ სტანდარტად ითვლება ასევე დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება შესაბამისი პროფესიული განათლების საფეხურები, მათი მინიმალური მოცულობა კრედიტებში და თითოეული საფეხურისათვის სავალდებულო ცოდნა, უნარები და ღირებულებები, აგრეთვე დგინდება პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებითი მოთხოვნები.
23. უწყვეტი პროფესიული განათლების უზრუნველსაყოფად შესაძლებელია ამ მუხლის 22-ე პუნქტით გათვალისწინებულ პროფესიულ სტანდარტზე დაფუძნებული პროგრამების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების სხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილი წესით აღიარება.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
საქართველოს 2010 წლის
21 ივლისის
კანონი №
3529
- სსმ I, №4
7
, 05.08.2010 წ., მუხ.
300
საქართველოს 2013 წლის 6 მარტის კანონი №261 - ვებგვერდი, 20.03.2013წ.
საქართველოს 2013 წლის
28
ივნისის
კანონი №
7
80
– ვებგვერდი,15
.07.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 27 ივნისის კანონი №3817 – ვებგვერდი, 03.07.2015წ.
საქართველოს 2018 წლის
5
ივლისის
კანონი №3027
– ვებგვერდი,11
.07.2018წ.
მუხლი 41. კანონის ამოქმედება და ძალადაკარგული ნორმატიული აქტი🔗
1. ეს კანონი, გარდა მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა, მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
2. ამ კანონის მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2010–2011 სასწავლო წლის დაწყებიდან.
3. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 1998 წელი, მუხ. 49).
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259
საქართველოს 2010 წლის
21 ივლისის
კანონი №
3529
- სსმ I, №4
7
, 05.08.2010 წ., მუხ.
300
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,2007 წლის 28 მარტი.
№4528_Iს