1. თანამშრომელს უფლება აქვს:
ა) გაეცნოს ყველა დოკუმენტს, რომლითაც განსაზღვრულია მისი თანამდებობის შესაბამისი უფლება-მოვალეობები, მიიღოს თანამდებობრივი ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები;
ბ) დადგენილი წესით მიიღოს ყველა ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის;
გ) გაეცნოს მის პირად საქმეს, ასევე იმ დოკუმენტებს, რომლებიც შეიტანება მის პირად საქმეში;
დ) მოითხოვოს სამსახურებრივი შემოწმება მისი პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების გაბათილების მიზნით;
ე) ძირითად საქმიანობას შეუთავსოს სხვა ანაზღაურებადი საქმიანობა მხოლოდ სამსახურის უფროსის მიერ კონკრეტული სამუშაოს შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე;
ვ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებებით.
2. (ამოღებულია - 15.12.2025, №27448).
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 26 მარტის ბრძანება №5619 - ვებგვერდი, 28.03.2025წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №27448 - ვებგვერდი, 17.12.2025