1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) შინაგანაწესი განსაზღვრავს სამსახურის თანამშრომლებთან (შემდგომში – თანამშრომელი) სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხებს.
2. შინაგანაწესი ვრცელდება სამსახურის ყველა სტრუქტურულ ერთეულზე.
3. შინაგანაწესი შესასრულებლად სავალდებულოა სამსახურის ყველა თანამშრომლისათვის.
4. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში, თანამშრომლის მიმართ გამოიყენება საქართველოს შრომის კოდექსით, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.
5. სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი ვალდებულია, სამსახურში მიღებისას თანამშრომელს გააცნოს შინაგანაწესი. ხელმოწერა შინაგანაწესის გაცნობის თაობაზე თან ერთვის თანამშრომლის პირად საქმეს.
6. შინაგანაწესის გაცნობა შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერ დროს.
7. თუ საკითხი არ რეგულირდება ამ შინაგანაწესით, საქართველოს შრომის კოდექსით ან სხვა სამართლებრივი აქტებით, გამოიყენება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პრინციპები.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №22933 - ვებგვერდი, 23.10.2018წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №27448 - ვებგვერდი, 17.12.2025