„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4621
სარეგისტრაციო კოდი
210.020.010.05.001.002.799
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 14, 18/04/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 14.06.1998, გვ. 6) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 122 მუხლი:

     „მუხლი 122. მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის

1. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელია ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის შეცვლის მიზნით მიიღო სპეციალური (ზონალური) შეთანხმება, რომელიც განსაზღვრულია „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. მოსაკრებლის შემოღების უფლება აქვს თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობით ორგანოს.

3. მოსაკრებლის ოდენობა გამოიანგარიშება ფორმულით:

      L

X= — (K21 – K2)S

      K2

სადაც:

ა) x არის მოსაკრებლის ოდენობა;

ბ) L არის 1კვ.მ მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი;

გ) K21 არის მიწის ნაკვეთისათვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე მისანიჭებელი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი;

დ) K2 არის მიწის ნაკვეთისათვის დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი;

ე) S არის სამშენებლო მიწის ნაკვეთის ფართობი.

4. მოსაკრებლის ოდენობა ნამატი სამშენებლო ფართობის ერთ კვადრატულ მეტრზე გაანგარიშებით არ უნდა აღემატებოდეს 400 ლარს.

5. მოსაკრებელი გადაიხდევინება მშენებლობის ნებართვის გაცემისას.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 13 აპრილი.

№4621–Iს

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.04.2007.
როდის იქნა მიღებული „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე?
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 13.04.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4621. სარეგისტრაციო კოდი — 210.020.010.05.001.002.799.
სად არის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.04.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე, №4621, 13.04.2007, სარეგისტრაციო კოდი 210.020.010.05.001.002.799 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.04.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/24274/