ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.151.016153
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/08/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

     ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2014 წლის 12 აგვისტო

დაბა სტეფანწმინდა

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ.
 

    საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-6 და მე-14 მუხლების შესაბამისად,

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
 ყაზბეგის მუნიციპალიტეტში შეიქმნას 6 (ექვსი) ადმინისტრაციული ერთეული  შემდეგი სახით:

1. დაბა სტეფანწმინდის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – დაბა სტეფანწმინდა, სოფლები: ცდო, გველეთი).

2. სნოს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: სნო, აჩხოტი, კარკუჩა, ახალციხე, ჯუთა, ქოსელი, ართხმო).

3. სიონის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: სიონი, არშა, გარბანი, გაიბოტენი, თოთი, ფანშეტი, ვარდისუბანი).

4. გორისციხის  ადმინისტრაციული ერთეული ( სამოქმედო ტეროტორია – სოფლები: გორისციხე, ფხელშე, ტყარშეტი, ხურთისი,  ყანობი).

5. კობის ადმინისტრაციული ერთეული  (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: კობი, უხათი, ალმასიანი, ნოოგყაუ, ქვემო ოქროყანა, შევარდენი, მნა, აბანო, კეთრისი, ტეფი, გიმარა, ცოცოლთა, ბურმასიგი, კარათსოფელი, დესი, სუატისი, რესი, ზემო ოქროყანა.

6.გუდაურის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: გუდაური, განისი, ერეთო, სოკურიანი, ფალაგყაუ, ქუმლისციხე).

მუხლი 2
დადგენილება  ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა ელოშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.08.2014.
როდის იქნა მიღებული „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“?
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“ მიღებულია 12.08.2014. მიმღები ორგანო — ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №15. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.151.016153.
რამდენი მუხლისგან შედგება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.08.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“, №15, 12.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.151.016153 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.08.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2459192/