საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებების გაზრდის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
2014 წლის 1 9 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებების გაზრდის თაობაზე
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მიმდინარე წლის 18 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამისი აქტებით გამოყოფილი ასიგნებების მოცულობა შეადგენს 238 750.7 (ორას ოცდათვრამეტი მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათას შვიდასი) ათას ლარს, ხოლო ფონდში დარჩენილი თავისუფალი რესურსი 11 249.3 (თერთმეტი მილიონ ორას ორმოცდაცხრა ათას სამასი) ათასი ლარია.
2. „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის 50 000 000 (ორმოცდაათი მილიონი) ლარით შევსების მიზნით დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს:
ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე 25 000 000 (ოცდახუთი მილიონი) ლარით შეამციროს წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებები;
ბ) წლიური საბიუჯეტო კანონით საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებები შეამციროს 25 000 000 (ოცდახუთი მილიონი) ლარით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებების გაზრდის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებების გაზრდის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.09.2014.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებების გაზრდის თაობაზე“?
- „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებების გაზრდის თაობაზე“ მიღებულია 19.09.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1729. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017736.
- სად არის „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებების გაზრდის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.09.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებების გაზრდის თაობაზე“, №1729, 19.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017736 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2526073/