ჰიდროელექტროსადგურ „ნენსკრას“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1789
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017783
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/10/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1789

2014 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

ჰიდროელექტროსადგურ „ნენსკრას“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

1. „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებით დამტკიცებული წესდების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიეცეთ თანხმობა სს „საპარტნიორო ფონდს“ და მის შვილობილ საწარმოს, სს „ნენსკრას“, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) 2014 წლის 21 მარტს გაფორმებულ საფინანსო-საკონსულტაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში შეიტანონ შესაბამისი ცვლილებები, ინვესტორთან პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოებისას საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მომსახურების ვადის, დამატებით, 6 თვით, 2015 წლის 21 მარტის ჩათვლით, გაგრძელების მიზნით.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებაში განსახორციელებელ ცვლილებაზე გავრცელდეს „ჰიდროელექტროსადგურ „ნენსკრას“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის № 267 განკარგულებით დადგენილი პირობები.

პრემიერ-მინისტრი                                                  ი. ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ჰიდროელექტროსადგურ „ნენსკრას“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ჰიდროელექტროსადგურ „ნენსკრას“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.09.2014.
როდის იქნა მიღებული „ჰიდროელექტროსადგურ „ნენსკრას“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“?
„ჰიდროელექტროსადგურ „ნენსკრას“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 30.09.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1789. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017783.
სად არის „ჰიდროელექტროსადგურ „ნენსკრას“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.09.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „ჰიდროელექტროსადგურ „ნენსკრას“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“, №1789, 30.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017783 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2533037/