ჰიდროელექტროსადგურ „ნენსკრას“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №267
2014 წლის 13 თებერვალი
ქ. თბილისი
ჰიდროელექტროსადგურ „ნენსკრას“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
1. „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებით დამტკიცებული წესდების მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს სს „საპარტნიორო ფონდს“, სს „ნენსკრას“ და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (შემდგომში ‑ „IFC“) შორის საფინანსო‑საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის შესახებ გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სს „საპარტნიორო ფონდმა“ და სს „ნენსკრამ“ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი სახსრებით.
3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულების მიმართ არ გავრცელდეს მითითებული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებითა და 21-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი