ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №48 |
|
2014 წლის 27 ოქტომბერი დაბა ასპინძა |
|
2. წინამდებარე წესი არეგულირებს ასპინძის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირისათვის ინფორმაციის ზუსტ დროს და დროულად მიწოდებას ვებგვერდზე პროაქტიურად განთავსების მიზნით.
ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;
ბ) ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის განთავსებას
2. ასპინძის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის მისამართია: www.aspindza.ge
2. ასპინძის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გამოიყენოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
3. ვებგვერდისა და მასში განთავსებული ინფორმაციის საავტორო უფლებები დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონით.
4. ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის კატეგორიების მითითება ასპინძის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე სავალდებულოა.
2. პროაქტიურ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ასპინძის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე იქმნება შესაბამისი გვერდი „პროაქტიური გამოქვეყნება”, რომელშიც განთავსდება წინამდებარე წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია.
3. პროაქტიური ინფორმაციის განთავსებაზე კონტროლს ახორციელებს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.
4. პროაქტიური ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსდება PDF ფორმატში.
1. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციების, კომისიების დროებითი სამუშაო ჯგუფების ფუნქციების აღწერა.
2. საკრებულოს აპარატის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება, წესდება, შინაგანაწესი).
3. საკრებულოს საქმიანობის შესახებ ანგარიში.
4. საკრებულოს მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები.
5. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების, გამგებლის წარმომადგენლების შესახებ ინფორმაცია: სახელი გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები.
6. გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების (გამგებლის წარმომადგენლების ორგანოების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი).
7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადების შესახებ ზოგადი წლიური სტატისტიკა.
8. საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი.
9. სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა.
10. ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია.
11. ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება საკრებულოს დადგენილების მიერ.