საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება №119 |
|
2014 წლის 13 ნოემბერი ქ. თბილისი |
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. 145 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ექსპორტიორი, გარდა იმ ექსპორტიორისა, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს წარმოების ან განაწილების ლიცენზიატს, ვალდებულია ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს წარუდგინოს საბანკო გარანტია შესასყიდი გარანტირებული სიმძლავრის ღირებულების, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასურისა და საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ღირებულების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნული გარანტიის წარდგენის ვალდებულება ექსპორტიორს უჩნდება ამ წესების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ” და „ქ” ქვეპუნქტებში აღნიშნული ხელშეკრულებების დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრაციის დღიდან. ამასთან, სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზით ელექტროენერგიის ექსპორტის შემთხვევაში საბანკო გარანტია ბაზრის ოპერატორთან წარდგენილი უნდა იქნეს ექსპორტის დაწყების დაგეგმილ თარიღამდე არანაკლებ 12 სამუშაო დღით ადრე. უზრუნველყოფისათვის გამოიყენება საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ გაცემული ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)“ წევრ ნებისმიერ ქვეყანაში მოქმედი ბანკის მიერ გაცემული და საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ კონტრ-გარანტიის საფუძველზე გადაზღვეული უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიები. საბანკო გარანტიის ოდენობას განსაზღვრავს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ექსპორტის ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების არაუმეტეს 10 პროცენტის ოდენობისა. გარანტიის ოდენობა, მოქმედების ვადა და სხვა პირობები ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა უნდა განუსაზღვროს ექსპორტიორს მისი წერილობითი მომართვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. გარანტიის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ექსპორტის დასრულების თვის მომდევნო 45 კალენდარულ დღეს. სახელშეკრულებო ღირებულების გაზრდის შემთხვევაში ექსპორტიორი ვალდებულია მიუსადაგოს წარმოდგენილი საბანკო გარანტია შეცვლილ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ ექსპორტიორს მიერ საბანაკო გარანტია არ არის წარმოდგენილი. სახელშეკრულებო ღირებულების შემცირების შემთხვევაში ექსპორტიორი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტიის უზრუნველყოფილი თანხის შემცირება. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ექსპორტიორის მიერ საბანკო გარანტიის წარმოდგენის, აგრეთვე საბანკო გარანტიის დაბრუნების, ცვლილების, ვადის ამოწურვის, გამოყენების ან გაუქმების შესახებ. მხარეთა შეთანხმებით საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება ექსპორტიორს არ დაეკისრება გარანტიის ოდენობის შესაბამისი თანხის წინასწარ გადახდის შემთხვევაში"."
|