„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№47
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.138.016176
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №47

2014 წლის 28 ნოემბერი

ქ. ახალციხე

 

„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს  ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან    სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №21 დადგენილებით (ვებგვერდი11/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.138.016148) დამტკიცებულ დანართში:

 ა) მუხლი 1-ის  მე-4 პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ყველა ტიპის სამედიცინო სერვისის დაფინასება  რომელიც არაა გათვალისწინებული ამ მუხლის 1, 2 და 3 პუნქტებით, გარდა მედიკამენტებით უზრუნველყოფისა

მოსარგებლეს აუნაზღაურდება მის მიერ გადასახდელი, ან გადახდილი თანხის 100%-მდე, მაგრამ არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა ერთჯერადად.

ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა განისაზღვრება ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიზნობრივად გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ.

ა) მოსარგებლე - ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქე.

ბ) წარსადგენი დოკუმენტები: 

ბ. ა) განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, დედმამიშვილი, მეუღლე).

ბ. ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

ბ. გ) დახმარების მიმღების (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი.

ბ. დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100).

ბ. ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (კალკულაცია) და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.”

გ) ანგარიშსწორება:

ანაზღაურება მოხდება სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, სამედიცინო დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ან ანაზღაურება მოხდება მოქალაქის პირად ანგარიშზე მის მიერ მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ანგარიშფაქტურის და ქვითარის წარდგენის შემდეგ.

ბ)  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

იმ მშობლის შვილი, რომელიც რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და სწავლობს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ა.ა.ი.პ. ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ქალაქ ახალციხის სამუსიკო სკოლა“-ში, ან  ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ა.ა.ი.პ. ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - ახალციხის სამხატვრო სკოლა“-ში, ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდეს სწავლის გადასახადის ღირებულებით:

ა) ახალციხის  მუნიციპალიტეტის 2014 წლის  ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის  წესის 3-ე მუხლით გათვალისწინებული მოსარგებლე მშობლის შვილის მე-4, მე-5 და მე-6 კლასებში სწავლის გადასახადი ქალაქ ახალციხის სამუსიკო სკოლაში დაფინანსდეს სწავლის ღირებულების 100%-ით, 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით.

ბ) ახალციხის  მუნიციპალიტეტის 2014 წლის  ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის  წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მოსარგებლე მშობლის შვილის 1-ელ, მე-2 და მე-3 კლასებში სწავლის გადასახადი ქალაქ ახალციხის სამუსიკო სკოლაში  დაფინანსდეს სწავლის ღირებულების 100%-ით, 20 (ოცი) ლარის ოდენობით.

გ) ახალციხის  მუნიციპალიტეტის 2014 წლის  ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის  წესის 3-ე მუხლით გათვალისწინებული მოსარგებლე მშობლის შვილის სწავლის გადასახადი ახალციხის სამხატვრო სკოლაში დაფინანსდეს სწავლის ღირებულების 100%-ით, 16 (თექვსმეტი) ლარის ოდენობით.

დ) ახალციხის  მუნიციპალიტეტის 2014 წლის  ბიუჯეტიდან დაფინანსდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  რეგისტრირებული იმ  მშობლის შვილის სწავლის ღირებულება ქალაქ ახალციხის სამუსიკო სკოლაში, რომელზეც არ ვრცელდება  ახალციხის  მუნიციპალიტეტის 2014 წლის  ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის  წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შეღავათი. აღნიშნული კატეგორიის მე-4, მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეთა სწავლის ღირებულება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ა.ა.ი.პ. ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ქალაქ ახალციხის სამუსიკო სკოლა“-ში დაფინანსდეს   სწავლის ღირებულების 40%-ით, 10 (ათი) ლარის ოდენობით.

გ) მე-3 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 წარმოსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ომის მონაწილის მოწმობა; (ასეთი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში)

ე) ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტი;(ასეთი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში)

ვ) გარდაცვალების მოწმობა;(ასეთი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში)

ზ) დევნილების მოწმობა;(ასეთი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში)

თ) მრავალშვილიანმა ოჯახებმა უნდა წარმოადგინონ ყველა ბავშვის დაბადების მოწმობა; 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე