გ. ლორთქიფანიძისა და დ. ქუმსიშვილისთვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2060
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018033
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2060

2014 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

გ. ლორთქიფანიძისა და დ. ქუმსიშვილისთვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს − გოჩა ლორთქიფანიძეს, მიენიჭოს უფლებამოსილება, საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 მაისის №787 განკარგულების საფუძველზე, კონცერნ „ახემა გრუპის“ საქმესთან დაკავშირებით წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად გასაფორმებელ მორიგების ხელშეკრულებას.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს,დიმიტრი ქუმსიშვილს, მიენიჭოს უფლებამოსილება, საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 მაისის №787 განკარგულების საფუძველზე, კონცერნ „ახემა გრუპის“ საქმესთან დაკავშირებით მორიგების შესახებ წარმოებული მოლაპარაკებების ფარგლებში დასადებ ხელშეკრულებას, კონცერნ „ახემა გრუპის“ მიერ საქართველოსთვის სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ აქციების 100%-ის გადაცემისა და სესხის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნის დათმობის შესახებ.

3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე,მოწონებულ იქნეს კონცერნ „ახემა გრუპსა“ და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი მორიგების ხელშეკრულებისა და მასზე თანდართული სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ აქციების 100%-ის გადაცემისა და სესხის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების პროექტები.

პრემიერ-მინისტრი                                                            ი. ღარიბაშვილი