სსიპ - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, სს „საპარტნიორო ფონდის“, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ და შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2082
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018067
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2082

 2014 წლის 26 ნოემბერი

 ქ. თბილისი

სსიპ - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, სს „საპარტნიორო ფონდის“, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ და შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ - საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ, სს „საპარტნიორო ფონდმა“, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ და შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსმა“ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით მიმდინარე წელს განახორციელონ ამერიკულ ყოველდღიურ გაზეთ „The New York Times“-თან ერთად გასავრცელებელ დამოუკიდებელ ჩანართში „Georgia: A Newer Perspective for Broader Opportunities“ რეკლამის განთავსების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, ბრიტანული მედია კომპანია „Haddock and Associates Ltd“-სგან.

2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება უწყებებმა უზრუნველყონ საკუთარი ბიუჯეტიდან. ამასთან, სსიპ - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს სააგენტოსათვის 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საინვესტიციო პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვისათვის (4901 კოდი) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

3. „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 და მე-12 პუნქტების შესაბამისად, წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, მიმწოდებელი გათავისუფლდეს გარანტიის წარმოდგენის ვალდებულებისაგან.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი