„იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 100 000 000 (ასი მილიონი) იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 ნოემბრის №2066 განკარგულებით გათვალისწინებული გრანტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის სახელით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემას (JICS) შორის „იაპონიის არასაპროექტო საგრანტო დახმარების ფარგლებში შესყიდვის მომსახურების გაწევის თაობაზე იაპონური მცირე და საშუალო საწარმოების (SME) პროდუქციის მიწოდების მიზნით“ სააგენტო მომსახურების გაწევის თაობაზე გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონებისა და ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1627
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019687
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1627

2015 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

 „იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 100 000 000 (ასი მილიონი) იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 ნოემბრის №2066 განკარგულებით გათვალისწინებული გრანტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის სახელით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემას (JICS) შორის „იაპონიის არასაპროექტო საგრანტო დახმარების ფარგლებში შესყიდვის მომსახურების გაწევის თაობაზე იაპონური მცირე და საშუალო საწარმოების (SME) პროდუქციის მიწოდების მიზნით“ სააგენტო მომსახურების გაწევის თაობაზე გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონებისა და ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ

 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად:

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობის სახელით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემას (JICS) შორის „იაპონიის არასაპროექტო საგრანტო დახმარების ფარგლებში შესყიდვის მომსახურების გაწევის თაობაზე იაპონური მცირე და საშუალო საწარმოების (SME) პროდუქციის მიწოდების მიზნით“ სააგენტო მომსახურების გაწევის თაობაზე გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი.

2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტო განისაზღვროს „იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 100 000 000 (ასი მილიონი) იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 ნოემბრის №2066 განკარგულებით გათვალისწინებული გრანტის ფარგლებში შესაძენი ტექნიკის (აღჭურვილობის) მიმღებ ორგანოდ.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსს თამარ ბაგრატიას.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი