გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2014 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2014 წლის ანგარიში
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2014 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ანგარიშს საჯარო ინფორმაციის საკითხებთან დაკავშირებით.
2014 წელს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ 7 განცხადება შემოვიდა.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ინფორმაციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 3 ადმინისტრაციული აქტი გაიცა, რომელსაც თანდართული ქონდა სათანადო მოტივირებული დასკვნა შესაბამისი ნორმატიული აქტის მითითებით.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში არ შემოსულა.
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებიდან გამომდინარე, არ გასაჩივრებულა არც ერთი გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წესით ამავე დაწესებულებაში, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში და ადმინისტრაციული სამართამწარმოების წესით სასამართლოში.
საჯარო მოსამსახურეების მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
რესურსცენტრის უფროსი ზ. ქარელი