„2014 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 აგვისტოს №1352 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2118
2014 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
„2014 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 აგვისტოს №1352 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „2014 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 აგვისტოს №1352 განკარგულებაში და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს სამინისტროების და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 2014 წლის:
ა) იანვარ-მაისში გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია შეადგენს 31 000 000 (ოცდათერთმეტი მილიონი) ლარ ს;
ბ) ივნისი-სექტემბერში გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია აღემატება 17 000 000 (ჩვიდმეტი მილიონი) ლარ ს.
2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ამ განკარგულების პირველი პუნქტი ს„ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ეკონომი იდან 10 097 324 (ათი მილიონ ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას სამას ოცდაოთხი) ლარი (დანართის შესაბამისად) , „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად მიმართოს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. საქართველოს სამინისტროებს ა და მათ კონტროლს დაქვემდებარებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს მიეცეთ უფლება, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 2014 წ ე ლს გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია, გარდა ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობებისა მიმართონ მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.
2. „2014 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 აგვისტოს №1352 განკარგულების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი