სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ALTER ENERGY“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№99
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018513
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №99

2015 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ALTER ENERGY“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, შუახევის მუნიციპალიტეტში, მდ. მოდულისწყალი, მდებარე 254 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №24.05.34.112) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 508 (ხუთას რვა) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „ALTER ENERGY“-ს (ს/კ 445406515).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების ს აპრივატიზებო პირობად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) დღეში;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების გამოყენება ს აქართველოს მთავრობას, სს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს ,,ALTER ENERGY“-ს შორის 2012 წლის 27 აგვისტოს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ,ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                          ი . ღარიბაშვილი

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ALTER ENERGY“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ALTER ENERGY“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.02.2015.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ALTER ENERGY“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ALTER ENERGY“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 02.02.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №99. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.018513.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ALTER ENERGY“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.02.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ALTER ENERGY“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №99, 02.02.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018513 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2724742/