შპს „ოპტიმუმ ენერჯი ჯორჯიასათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სასყიდლიანი აღნაგობის უფლების გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1827
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 03/10/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1827

2012 წლის 3 ოქტომბერი

ქ. თბილისი

შპს „ოპტიმუმ ენერჯი ჯორჯია სათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სასყიდლიანი აღნაგობის უფლების გადაცემის თაობ ა ზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36‑ე მუხლის მე‑2 პუნქტის შესაბამისად მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ შპს „ოპტიმუმ ენერჯი ჯორჯიას“ (საიდენტიფიკაციო კოდი – 400027564) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 59 წლის ვადით გადაეცეს სასყიდლიანი აღნაგობის უფლება ამ განკარგულების დანართში მითითებულ, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებულ 96 222 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე და წლიური ქირის ოდენობად განისაზღვროს 28 800 ლარი.

2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული ქონება გამოყენებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, „optimum enerji Uretim A.S.“‑ს, შპს „ენერგო ტრანსსა“ და შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2011 წლის 19 თებერვალს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე არაქალი და აბული ჰესებთან მიმართებაში არსებული ვალდებულებების შესრულების მიზნით.

3.    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი   ი . მერაბიშვილი