კომერციული ბანკი „ჭიათურას“ ახლად აღმოჩენილი აქტივის ამოღების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№93
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

კომერციული ბანკი „ჭიათურას“ ახლად აღმოჩენილი აქტივის ამოღების თაობაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრემიერის

განკარგულება №93

2015 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

კომერციულ ბანკ „ჭიათურის“ ახლად აღმოჩენილი აქტივის ამოღების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-10 პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის №159 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის“ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის №66/04 ბრძანების საფუძველზე:

ახლად აღმოჩენილი აქტივი – ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის                      31 აგვისტოს №1/304-12წ. განჩინებით, კომერციულ ბანკ ,,ჭიათურისთვის“ მიყენებული ზიანის     ასანაზღაურებლად, კომერციულ ბანკ  ,,ჭიათურის“ ყოფილ გამკოტრებელზე – ზვიად ცერცვაძეზე  დაკისრებული თანხა – 33 992,16 ლარის ოდენობით,  ჩაითვალოს ლიკვიდირებული კომერციულ ბანკ ,,ჭიათურის“ აქტივად, რომლის განკარგვის უფლება ენიჭება საქართველოს ეროვნულ ბანკს.

განხორციელდეს კომერციულ ბანკ „ჭიათურის“ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილი აქტივის  ამოღების მიზნით,  „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის შესახებ“  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის №159 ბრძანების შესაბამისად სალიკვიდაციო სამუშაოების წარმართვა.

ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, კომერციულ ბანკ „ჭიათურის“ წარმომადგენლად დაინიშნოს როინ ცაციაშვილი (პირადი №01036002403). გაფორმდეს მასთან ვადიანი შრომითი ხელშეკრულება და მასში განისაზღვროს შრომითი ანაზღაურების ოდენობა.
ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ვიცე-პრეზიდენტი

ო. ნადარაია