სახელმწიფო პენსიის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (29)
შემდგომი ცვლილებები (29)
დოკუმენტის ტექსტი
ამ კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაციის უზრუნველყოფა. სახელმწიფო პენსიის დაწესებით ადგენს ასაკის, შესაძლებლობის შეზღუდვის და მარჩენალის დაკარგვის გამო პირის მინიმალური საარსებო საშუალებით უზრუნველყოფის საყოველთაო უფლებას და ამ უფლების რეალიზებას ახდენს ეტაპობრივად, არსებული რესურსების ფარგლებში.
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და საგანი
1. ეს კანონი არეგულირებს სახელმწიფო პენსიაზე (შემდგომში – პენსია) უფლების წარმოშობის საფუძვლებს, განსაზღვრავს პენსიის ოდენობას, მისი ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, მისი შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, არეგულირებს პენსიის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
2. ეს კანონი ვრცელდება:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე;
ბ) პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ პირებს აქვთ საქართველოს მოქალაქეების თანაბარი უფლებები, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 2. კანონმდებლობა პენსიის შესახებ
კანონმდებლობა პენსიის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
მუხლი 3. კანონის ძირითადი პრინციპები
ამ კანონის ძირითადი პრინციპებია:
ა) ადამიანის უფლებების დაცვა;
ბ) კანონის წინაშე თანასწორობა;
გ) საყოველთაოობა;
დ) მუდმივობა;
ე) თაობათა შორის სოლიდარობა;
ვ) პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტია.
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) განცხადება – პენსიის მიღებაზე უფლებამოსილი პირის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი მოთხოვნა;
ბ) გარდაცვალება – პირის გარდაცვალება, რაც დადასტურებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ, ან გარდაცვლილად გამოცხადება ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) საჯარო საქმიანობა – ადმინისტრაციულ ორგანოში ან სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში განხორციელებული ანაზღაურებადი საქმიანობა, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა;
დ) მარჩენალდაკარგული – შვილი (შვილები) და ნაშვილები ბავშვი (ბავშვები) 18 წლის ასაკის მიღწევამდე;
ე) მაძიებელი – პენსიის მიღების უფლების მქონე პირი პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტიდან;
ვ) პენსიონერი – პირი, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული აქვს პენსია;
ზ) მინისტრი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
თ) მუდმივად მცხოვრები პირი – პირი, რომელსაც აქვს კანონიერი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში, საქართველოს საზღვრების გარეთ კანონიერად მუშაობის, სწავლის ან მოგზაურობის მიუხედავად;
ი) პენსია – ამ კანონით განსაზღვრული პირობებით პირის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა;
კ) კომპეტენტური ორგანო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო;
ლ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი – პირი, რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 5. პენსიის დანიშვნის საფუძვლები
ამ კანონის შესაბამისად პენსიის დანიშვნის საფუძვლებია:
ა) საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა;
გ) მარჩენალის გარდაცვალება.
მუხლი 6. პენსიის მიღების უფლება
1. პენსიის მიღების უფლების წარმოშობის საფუძველია ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. ამასთანავე, საპენსიო ასაკის მიღწევის გამო პენსიის მიღების უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლის ასაკიდან.
2. პენსიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
3. პენსიის მიღების უფლების მქონე პირს პენსიის დასანიშნად მიმართვა შეუძლია აღნიშნული უფლების წარმოშობიდან ნებისმიერ დროს.
4. ორი ან მეტი საფუძვლით პენსიის მიღების უფლების წარმოშობის შემთხვევაში პირს პენსია ენიშნება მხოლოდ ერთი საფუძვლით, მისივე არჩევით.
5. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღება გამორიცხავს პენსიის მიღების უფლებას.
6. თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა ამ კანონითა და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლება, მას აქვს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მიღების უფლება, მისივე არჩევით.
7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსისა და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე.
მუხლი 7. პენსიის მინიმალური ოდენობა
პენსიის მინიმალური ოდენობაა თვეში 28 ლარი.
მუხლი 8. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო პენსიის გაანგარიშება
1. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს ენიშნებათ პენსია 35 ლარის ოდენობით. ასეთივე პენსია ენიშნებათ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს, რომლებიც საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას.
2. მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს ენიშნებათ პენსია 28 ლარის ოდენობით. ასეთივე პენსია ენიშნებათ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს.
მუხლი 9. მარჩენალის გარდაცვალების გამო პენსიის გაანგარიშება
მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით პენსია ენიშნება ყოველ მარჩენალდაკარგულს:
ა) ერთ-ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში – თითოეულს 28 ლარის ოდენობით, მარჩენალდაკარგულების საერთო რაოდენობის მიუხედავად;
ბ) უდედმამო ბავშვებს – თითოეულს 35 ლარის ოდენობით, მარჩენალდაკარგულების საერთო რაოდენობის მიუხედავად.
თავი IV. პენსიის ადმინისტრირება
მუხლი 10. პენსიის ადმინისტრირების ორგანო
პენსიის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, გადაანგარიშება და შეწყვეტა კომპეტენტური ორგანოს უფლებამოსილებაა.
მუხლი 11. კომპეტენტური ორგანოს უფლება-მოვალეობები
1. ამ კანონით გათვალისწინებული ფუნქციების განსახორციელებლად კომპეტენტური ორგანოს უფლება-მოვალეობებია:
ა) პენსიის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, გადაანგარიშება და შეწყვეტა;
ბ) პენსიონერთა აღრიცხვა;
გ) მონიტორინგი და სახელმწიფო ზედამხედველობა, აგრეთვე საპენსიო სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და მათზე რეაგირება კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით;
დ) სტატისტიკის წარმოება, ყოველწლიური ანგარიშის მომზადება და ინფორმაციის გავრცელება;
ე) შესაბამისი დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან პენსიის დანიშვნის, მისი გაცემის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) საკუთარი დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობები.
2. კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 12. პენსიონერის უფლება-მოვალეობები
1. პენსიონერს უფლება აქვს:
ა) მიიღოს პენსია ამ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით;
ბ) დამატებით მიიღოს სოციალური დახმარებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
2. პენსიონერი ვალდებულია:
ა) აცნობოს კომპეტენტურ ორგანოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს პენსიის გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა;
ბ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები.
მუხლი 13. პენსიის დასანიშნად მიმართვა
1. პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს.
2. განცხადება შეიტანება მაძიებლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ამ წესიდან გამონაკლისი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
3. პენსიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, საპენსიო დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე პენსიის დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.
მუხლი 14. გადაწყვეტილება პენსიის დანიშვნის თაობაზე
1. პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა.
2. კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის დღიდან, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. მარჩენალის გარდაცვალების გამო პენსია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება კომპეტენტურ ორგანოს წარედგინება ამ საფუძვლის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის დღიდან.
მუხლი 15. პენსიის გაცემის წესი
1. პენსია გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე.
2. პენსია გაიცემა ნებისმიერ ადგილას, პენსიონერის სურვილის მიხედვით.
3. მიმდინარე თვის პენსიის გაცემა, მისი ადგილზე მიტანის ჩათვლით, წარმოებს არა უგვიანეს მომდევნო თვის დასრულებისა.
4. პენსიის გაცემის ორგანიზება ხდება მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი წესითა და პირობებით.
მუხლი 16. პენსიის გაცემის შეჩერება და განახლება
1. პენსიის გაცემა შეჩერდება:
ა) საქართველოს მოქალაქის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე საპატიო მიზეზით (საავადმყოფოში, სანატორიუმში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო) გამოუცხადებლობისას. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმეორებით დადგენის შემთხვევაში პენსიის გაცემა განახლდება ასეთი სტატუსის დადგენის დღიდან და ანაზღაურდება ამ დაწესებულებაში პირის ყოფნის პერიოდისთვისაც. ამასთანავე, თუ ხელახალი შემოწმების დროს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის სხვა სტატუსი, მაშინ პენსია წარსული დროისათვის გაიცემა შეზღუდული შესაძლებლობის წინა სტატუსის მიხედვით. სხვა საპატიო მიზეზები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.
2. პენსიის გაცემის შეჩერების ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მისი გაცემა განახლდება პენსიონერის მიერ კომპეტენტურ ორგანოში პენსიის გაცემის განახლების თაობაზე განცხადების შეტანის თვის მომდევნო თვეს და ანაზღაურდება მის მიერ მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის გაცემის შეჩერების დღიდან.
მუხლი 17. პენსიის გაცემის შეწყვეტა და განახლება
1. პენსიის გაცემა შეწყდება:
ა) პენსიონერის გარდაცვალებისას – აღნიშნული საფუძვლის წარმოშობის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან;
ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში;
გ) ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით პენსიის მიღების უფლების მქონე პირის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დაკარგვისას;
დ) ამ კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული მარჩენალდაკარგული პირის (პირების) მიერ 18 წლის ასაკის მიღწევისას – მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობისას, თუ არ არსებობს პენსიის გაცემის შეჩერების ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება – მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან;
ვ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა – მისი კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან;
ზ) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას;
თ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;
ი) პირადი განცხადებით;
კ) სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე ყოფნისას (გარდა ხანდაზმულთა თავშესაფრისა, სადაც პენსიონერს ეძლევა კუთვნილი პენსიის 20%);
ლ) სხვა საფუძვლით, თუ ის გამომდინარეობს ამ კანონიდან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით შეწყვეტილი პენსიის გაცემა განახლდება:
ა) პირის გარდაცვლილად გამოცხადების ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისას;
ბ) საჯარო საქმიანობის შეწყვეტისას;
გ) პენსიის გაცემის შეწყვეტის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს მიერ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმეორებით დადგენის შემდეგ;
დ) სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ;
ე) სხვა საფუძვლით, თუ ის გამომდინარეობს ამ კანონიდან.
3. ამ მუხლის შესაბამისად შეწყვეტილი პენსიის გაცემის განახლებისათვის აუცილებელია განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენა კომპეტენტურ ორგანოში.
მუხლი 18. პენსიის მიუღებელი თანხის ანაზღაურება პირის გარდაცვალების შემთხვევაში
1. პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა.
2. პენსიის აღნიშნული თანხის მიღების თაობაზე რამდენიმე მემკვიდრის მიერ მიმართვისას კუთვნილი თანხა მათ შორის განაწილდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VII. პენსიიდან თანხის დაკავება
მუხლი 19. პენსიიდან თანხის დაკავება
1. პენსიიდან თანხის დაკავება შეიძლება მხოლოდ კომპეტენტური ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. ზედმეტად დარიცხული პენსიის დაბრუნება შესაძლებელია კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით დანიშნული პენსიის არა უმეტეს 20%-ის დაკავების მეშვეობით იმ შემთხვევებში, როდესაც ზედმეტი თანხის დარიცხვა გამოწვეულია პენსიონერის მიერ არასწორი მონაცემების წარდგენით.
3. სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება დანიშნული პენსიის არა უმეტეს 50%-ის დაკავება.
თავი VIII. პენსიის დაფინანსების წყარო
მუხლი 20. პენსიის დაფინანსების წყარო
პენსიის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
თავი IX. პასუხისმგებლობა კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის
მუხლი 21. პასუხისმგებლობა კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის
ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
თავი X. გარდამავალი დებულებანი
მუხლი 22. ამ კანონის ამოქმედებამდე მოპოვებული უფლებების შენარჩუნება
1. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული პენსიები (პენსიის დანამატებთან ერთად), რომლებიც დანიშნულია ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებითა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტებით, ამ კანონის ამოქმედების დღიდან განიხილება, როგორც ამ კანონის თანახმად დანიშნული და გაცემული პენსიები და მათი გაცემა გაგრძელდება მხოლოდ ამ კანონის შესაბამისად.
2. ქვემოთ ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით განისაზღვრება ამავე აქტებით რეგულირებული პენსიების მიმღებ პირთა წრე, მათი მიღების უფლების წარმოშობის საფუძვლები და პენსიების ოდენობები:
ა) „ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირთათვის – 35 ლარი;
ბ) „ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ პირთათვის – 45 ლარი, ხოლო მე-6 მუხლით გათვალისწინებულ პირთათვის – 40 ლარი;
გ) „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირისთვის – 50 ლარი, ხოლო მისი გარდაცვალების შემთხვევაში – მისი, აგრეთვე პოლიტიკური რეპრესიის გამო გარდაცვლილი პირის შვილისთვის (18 წლის ასაკამდე) და შრომისუუნარო მეუღლისთვის, მშობლისთვის, შვილისთვის (ნაშვილებისთვის) – 45 ლარი;
დ) „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული:
დ. ა) ომის I და II ჯგუფის ინვალიდებისათვის – 84 ლარი, ხოლო III ჯგუფის ინვალიდთა და 70 წელს გადაცილებულ II მსოფლიო ომის მონაწილეთათვის – 70 ლარი;
დ. ბ) ომის მონაწილეთათვის – 60 ლარი;
დ. გ) ომის მონაწილეებთან გათანაბრებულთათვის – 45 ლარი;
ე) „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ პირთათვის – 45 ლარი.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული პენსიების ოდენობები ამ კანონის ამოქმედების მომენტიდან ავტომატურად ვრცელდება მათ მიმღებ პირებზე, პენსიის დანიშვნის დროის მიუხედავად, თუ დანიშნული პენსია ამ კანონით გათვალისწინებული პენსიის ოდენობაზე ნაკლებია ან მისი ტოლია.
მუხლი 23. იმ პენსიონერთა უფლებები, რომლებიც არ არიან გათვალისწინებული ამ კანონით
ამ კანონის ამოქმედებამდე ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პენსიონერებს უგრძელდებათ დანიშნული პენსიის – 28 ლარის მიღება სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენილ ვადაში გადამოწმებამდე, ხოლო ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც 18 წლის ასაკის შემდეგ დადგენილი აქვთ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, ავტომატურად ენიჭებათ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი. სხვა საფუძვლით პენსიის მიმღებ პირებს უგრძელდებათ დანიშნული პენსიის მიღება პენსიის გაცემის შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე, რომლებიც გამომდინარეობს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი საპენსიო კანონმდებლობიდან.
მუხლი 24. პენსიის დანიშვნისა და გაცემის გარდამავალი რეგულირება
1. საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებამდე ამ კანონით გათვალისწინებული პენსიის დანიშვნასა და გაცემასთან დაკავშირებული საკითხების დროებითი რეგულირება ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. ამ კანონის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3. თუ პენსიის დანიშვნა და გაცემა რეგულირდება სხვა საკანონმდებლო აქტებით, პენსია ინიშნება მხოლოდ ამ კანონით დადგენილ პირობათა დაკმაყოფილების შემთხვევაში.
მუხლი 25. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოსაცემი ნორმატიული აქტები
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში შეიმუშაოს და დაამტკიცოს პენსიის დანიშვნისა და მისი გაცემის განახლებისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, ასევე საპენსიო დოკუმენტაციის წარმოებისა და პენსიის გაცემის წესები.
მუხლი 26. პენსიის ოდენობის განსაზღვრა
ამ კანონის ამოქმედების შემდეგ პენსიების ოდენობებში ცვლილებები აისახება შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში.
მუხლი 27. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიება
შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ურთიერთობები (ე. წ. რეგრესული პენსიები) რეგულირდება ცალკე კანონმდებლობით.
მუხლი 28. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები
ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი:
ა) საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი „სავალდებულო სოციალური დაზღვევის სფეროში ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვისა და ინდივიდუალური ანგარიშების შემოღების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №21, 15.07.2003, მუხ. 142);
ბ) საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი „სავალდებულო სადაზღვევო პენსიების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №21, 15.07.2003, მუხ. 144);
გ) საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი „სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №21, 15.07.2003, მუხ. 143).
ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 23 დეკემბერი.
№2442-რს
სახელმწიფო პენსიის შესახებ
საქართველოს კანონი
სახელმწიფო პენსიის შესახებ
ამ კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის (შემდგომ – პენსია) დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში.
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
საქართველოს 2018 წლის 4 აპრილის კანონი №2117 – ვებგვერდი, 18.04.2018წ.
მუხლი 1. კანონის🔗
რეგულირების
სფერო
და
საგანი
1. ეს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს.
2. ეს კანონი ვრცელდება:
ა) საქართველოს მოქალაქეებზე;
ბ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე;
გ) პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ პირებს აქვთ საქართველოს მოქალაქეების თანაბარი უფლებები, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
მუხლი 2. კანონმდებლობა პენსიის შესახებ🔗
კანონმდებლობა პენსიის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
მუხლი 3. კანონის ძირითადი პრინციპები🔗
ამ კანონის ძირითადი პრინციპებია:
ა) ადამიანის უფლებების დაცვა;
ბ) კანონის წინაშე თანასწორობა;
გ) საყოველთაოობა;
დ) მუდმივობა;
ე) თაობათა შორის სოლიდარობა;
ვ) პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტია.
მუხლი 4. ტერმინთა განმარტება🔗
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა)
განცხადება – უფლებამოსილი პირის მიერ პენსიის თაობაზე ამ კანონით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი ან ელექტრონული ფორმის მოთხოვნა
;
ბ) გარდაცვალება – პირის გარდაცვალება, რაც დადასტურებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ, ან გარდაცვლილად გამოცხადება ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) საჯარო საქმიანობა – სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
დ) (ამოღებულია – 24.04.2012, №6061);
ე) მაძიებელი – პენსიის მიღების უფლების მქონე პირი პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტიდან;
ვ) პენსიონერი – პირი, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული აქვს პენსია;
ზ) მინისტრი –
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
თ) მუდმივად მცხოვრები პირი – პირი, რომელსაც აქვს კანონიერი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში, საქართველოს საზღვრების გარეთ კანონიერად მუშაობის, სწავლის ან მოგზაურობის მიუხედავად;
ი) პენსია – პირისათვის ამ კანონის შესაბამისად დანიშნული ყოველთვიური ფულადი სარგებელი;
კ) კომპეტენტური ორგანო – ამ კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომლის სახელმწიფო კონტროლს, წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის დანიშვნასა და დებულების დამტკიცებას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
ლ) (ამოღებულია – 24.04.2012, №6061).
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის კანონი №1490 - ვებგვერდი, 11.11.2013წ.
საქართველოს 2014
წლის
29
მაისის კანონი №2483 - ვებგვერდი, 02.06.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 27
ოქტომბრის კანონი
№4376
- ვებგვერდი,11.11.
2015
წ.
საქართველოს 2016 წლის 8
ივნისის კანონი
№
5376
- ვებგვერდი, 24.06.2016წ.
საქართველოს 2016 წლის 21
დეკემბრის კანონი
№149
- ვებგვერდი, 28.12.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 23
მარტის
კანონი
№503
- ვებგვერდი, 27.03.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 4 აპრილის კანონი №2117 – ვებგვერდი, 18.04.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3079 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5467 – ვებგვერდი, 19.12.2019წ.
მუხლი 5. პენსიაზე უფლების წარმოშობა🔗
1. პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.
2. თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა უფლება ამ კანონითა და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სარგებლებზე, მას აქვს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მოთხოვნის უფლება, მისივე არჩევით.
3.
პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“−„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებზე.
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
საქართველოს 2014
წლის 14
მაისის კანონი №2422 - ვებგვერდი, 22.05.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 3 ივლისის კანონი №3896 - ვებგვერდი, 10.07.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 27
ივნისის
კანონი №2629
–
ვებგვერდი, 06.07.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 29 მაისის კანონი №4614 – ვებგვერდი, 05.06.2019წ.
მუხლი 6. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
მუხლი 7. პენსიის დაფინანსების წყარო, ოდენობა და გაანგარიშების წესი🔗
1. პენსიის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. პენსიის ოდენობა განისაზღვრება ყოველწლიურად, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით, ამ კანონით დადგენილი გაანგარიშების წესისა და პირობების შესაბამისად.
2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში პენსიის ოდენობა განისაზღვრება, როგორც საქართველოს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრული პენსია, გაზრდილი:
ა) 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის − ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით;
ბ) 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის − ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით.
3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით გაზრდილი პენსიის ოდენობა 5-ის ჯერად რიცხვზე ნაკლებია, პენსიის ოდენობა მრგვალდება მეტობით, უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე.
4. ამ მუხლით დადგენილი წესით პენსიის ოდენობა უნდა გაიზარდოს შესაბამისი საბიუჯეტო წლის პირველივე თვიდან.
5. ამ მუხლის მიზნებისთვის:
ა) ინფლაციის მაჩვენებელი განისაზღვრება, როგორც საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მომენტისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით გათვალისწინებული 12 თვის საშუალო სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა 12 თვის საშუალო სამომხმარებლო ფასების ინდექსთან შედარებით, დამრგვალებული სათანადო რიცხვის მეათედამდე;
ბ) მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებელი განისაზღვრება, როგორც საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მომენტისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით გათვალისწინებული კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებელთან შედარებით, დამრგვალებული სათანადო რიცხვის მეათედამდე.
6. დაუშვებელია პენსიის ოდენობის ამ მუხლით დადგენილი გაანგარიშების წესისგან განსხვავებული წესით განსაზღვრა.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5601 - სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.403
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის კანონი №6728 – ვებგვერდი, 08.07.2020წ.
მუხლი 8. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
მუხლი 9. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
მუხლი 10. პენსიის ადმინისტრირება🔗
1. პენსიის ადმინისტრირების/კომპეტენტური ორგანოს უფლება-მოვალეობებია:
ა) პენსიის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა და გადაანგარიშება;
ბ) თავის საქმიანობაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის, მართვის ავტომატიზებული საშუალებებისა და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენება.
2. მაძიებელსა/პენსიონერსა და კომპეტენტურ ორგანოს შორის მიმოწერა შეიძლება განხორციელდეს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამასთანავე, ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღებისთანავე.
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
საქართველოს 2017 წლის 21
აპრილის
კანონი
№662
- ვებგვერდი, 10.05.2017წ.
მუხლი 11. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
მუხლი 12. პენსიონერის უფლება-მოვალეობები🔗
1. პენსიონერს უფლება აქვს:
ა) მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) მიიღოს სოციალური დახმარებები ან/და სამედიცინო მომსახურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების გათვალისწინებით;
გ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
2. პენსიონერი ვალდებულია:
ა) აცნობოს კომპეტენტურ ორგანოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს პენსიის გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა;
ბ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები.
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
საქართველოს 2018 წლის 4 აპრილის კანონი №2117 – ვებგვერდი, 18.04.2018წ.
მუხლი 13. პენსიის დასანიშნად მიმართვა🔗
1. პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს.
2. (ამოღებულია – 24.04.2012, №6061).
3. პენსიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, საპენსიო დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე პენსიის დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
მუხლი 14. გადაწყვეტილება პენსიის დანიშვნის თაობაზე🔗
1. პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა.
2. კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს.
3. (ამოღებულია – 24.04.2012, №6061).
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
საქართველოს 2018 წლის 4 აპრილის კანონი №2117 – ვებგვერდი, 18.04.2018წ.
მუხლი 15. პენსიის გაცემის წესი🔗
1. პენსია გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე.
2. პენსია გაიცემა ნებისმიერ ადგილას, პენსიონერის სურვილის მიხედვით.
3. მიმდინარე თვის პენსიის გაცემა, მისი ადგილზე მიტანის ჩათვლით, წარმოებს არა უგვიანეს მომდევნო თვის დასრულებისა.
4. პენსიის გაცემის ორგანიზება ხდება მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი წესითა და პირობებით.
მუხლი 16. პენსიის შეჩერება და განახლება🔗
1. პენსია შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან:
ა) პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას;
ბ) პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას;
გ) სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს.
2. პენსია განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს პენსიის შეჩერების დღიდან 1 წლისა:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პენსიონერის მიერ კომპეტენტური ორგანოსათვის პენსიის განახლების შესახებ განცხადების წარდგენის შემდეგ;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას;
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – პენსიის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ.
საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4857 - სსმ I, №20, 16.06.2007 წ., მუხ.173
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
საქართველოს 2018 წლის 4 აპრილის კანონი №2117 – ვებგვერდი, 18.04.2018წ.
მუხლი 17. პენსიის შეწყვეტა🔗
1. პენსია შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული:
ა) პირადი განცხადებით;
ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში;
გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, – პენსიის შეჩერების დღიდან;
დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას;
ე) პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;
ვ) პენსიონერის გარდაცვალებისას;
ზ) პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ;
თ) სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს.
2. პენსიის შეწყვეტის ერთ-ერთი წყაროა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება კომპეტენტურ ორგანოს.
საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4857 - სსმ I, №20, 16.06.2007წ., მუხ.173
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5601 - სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.403
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5869 - სსმ I, №6, 25.03.2008 წ., მუხ.24
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2709 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.75
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3044 - სსმ I, №25, 17.05.2010 წ., მუხ.167
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5577 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
საქართველოს 2018 წლის 4 აპრილის კანონი №2117 – ვებგვერდი, 18.04.2018წ.
მუხლი 18. პენსიის მიუღებელი თანხის ანაზღაურება პირის გარდაცვალების შემთხვევაში🔗
1. პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა.
2. პენსიის აღნიშნული თანხის მიღების თაობაზე რამდენიმე მემკვიდრის მიერ მიმართვისას კუთვნილი თანხა მათ შორის განაწილდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 19. პენსიიდან თანხის დაკავება🔗
1. პენსიიდან თანხის დაკავება შეიძლება შესაბამისი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. ზედმეტად დარიცხული პენსიის დაბრუნება შესაძლებელია კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით დანიშნული პენსიის არა უმეტეს 20%-ის დაკავების მეშვეობით იმ შემთხვევებში, როდესაც ზედმეტი თანხის დარიცხვა გამოწვეულია პენსიონერის მიერ არასწორი მონაცემების წარდგენით.
3. სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება დანიშნული პენსიის არა უმეტეს 50%-ის დაკავება.
საქართველოს 2018 წლის 4 აპრილის კანონი №2117 – ვებგვერდი, 18.04.2018წ.
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
მუხლი 20. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
მუხლი 21. პასუხისმგებლობა კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის🔗
ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 22. 2012 წლის 1 სექტემბრამდე მოპოვებულ უფლებათა შენარჩუნება🔗
1. პენსიაზე უფლების მქონე იმ პენსიონერს, რომელსაც 2012 წლის 1 სექტემბრამდე აქვს დანიშნული საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემელი (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა), რომლის ჯამური ოდენობა ტოლია ან აღემატება შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფისათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი „საპენსიო პაკეტით“ განსაზღვრული ფულადი გასაცემლის ოდენობას, უწყდება ზემოაღნიშნული კოდებით დაფინანსებული გასაცემლები და იმავე ოდენობის შესაბამისი თანხის გაცემა უგრძელდება შეჯამებულად, „საპენსიო პაკეტის“ ფულადი გასაცემლის სახით, ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პენსიის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობამდე.
2. პენსიაზე უფლების მქონე იმ პენსიონერს, რომელსაც 2012 წლის 1 სექტემბრამდე აქვს დანიშნული საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემელი (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა), რომლის ჯამური ოდენობა ნაკლებია შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფისათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი „საპენსიო პაკეტით“ განსაზღვრული ფულადი გასაცემლის ოდენობაზე, უწყდება ზემოაღნიშნული კოდებით დაფინანსებული გასაცემლები და მისი „საპენსიო პაკეტი“ განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით.
3. პირს, რომელიც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არ არის პენსიაზე უფლების მქონე პირი და იყო საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემლის (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა) მიმღები, შეუნარჩუნდება მოპოვებული ფულადი სარგებლის იმავე ოდენობით მიღების უფლება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული „სოციალური პაკეტის“ სახით, პენსიის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მიზნებისათვის 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემლის (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა) ჯამური ოდენობის გამოთვლისას ასევე გათვალისწინებულ იქნეს ყველა გასაცემელი (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა), რომელთა გაცემაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შეჩერებულია არა უმეტეს 6 თვის განმავლობაში.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5601 - სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.403
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5869 - სსმ I, №6, 25.03.2008 წ., მუხ.24
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
მუხლი 23. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4857 - სსმ I, №20, 16.06.2007 წ., მუხ.173
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5601 - სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.403
საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6443 – ვებგვერდი, 22.06.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
მუხლი 24. პენსიის დანიშვნისა და გაცემის გარდამავალი რეგულირება🔗
1. საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებამდე ამ კანონით გათვალისწინებული პენსიის დანიშვნასა და გაცემასთან დაკავშირებული საკითხების დროებითი რეგულირება ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. ამ კანონის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3. თუ პენსიის დანიშვნა და გაცემა რეგულირდება სხვა საკანონმდებლო აქტებით, პენსია ინიშნება მხოლოდ ამ კანონით დადგენილ პირობათა დაკმაყოფილების შემთხვევაში.
მუხლი 241 . ზედმეტად გაცემული პენსიის ლეგალიზაცია🔗
1. 2021 წლის 1 აპრილამდე ზედმეტად გაცემული პენსია ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება.
2. შეწყდეს ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებები ამ მუხლის პირველი პუნქტით ლეგალიზებული პენსიის დაბრუნების თაობაზე საქმეებზე.
3. 2021 წლის 1 აპრილამდე პენსიიდან დაკავებული თანხა, აგრეთვე პენსიის ზედმეტად გაცემის გამო შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5869 - სსმ I, №6, 25.03.2008 წ., მუხ.24
საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5253 - ვებგვერდი, 16.11.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6540 – ვებგვერდი, 04.07.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის კანონი №1490 - ვებგვერდი, 11.11.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 22 დეკემბრის კანონი №198 - ვებგვერდი, 29.12.2016წ.
საქართველოს 2021 წლის 9 ივნისის კანონი №609 – ვებგვერდი,14.06.2021წ.
მუხლი 25. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები🔗
საქართველოს მთავრობამ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყონ ამ კანონის ამოქმედებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემა.
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
მუხლი 26. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
მუხლი 27. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
მუხლი 28. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები🔗
ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი:
ა) საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი „სავალდებულო სოციალური დაზღვევის სფეროში ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვისა და ინდივიდუალური ანგარიშების შემოღების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №21, 15.07.2003, მუხ. 142);
ბ) საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი „სავალდებულო სადაზღვევო პენსიების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №21, 15.07.2003, მუხ. 144);
გ) საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი „სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №21, 15.07.2003, მუხ. 143).
მუხლი 29. კანონის ამოქმედება🔗
ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,2005 წლის 23 დეკემბერი.
№2442-რს