1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონი №6094 – ვებგვერდი, 10.05.2012წ.

საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2872 – ვებგვერდი, 23.12.2014