1. თოვლმავლით ან მოტოციგით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობზე ან/და გზაზე (ტრასაზე), აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ადგილზე გადაადგილებისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების წესების დარღვევა –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ეს მუხლი არ ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ გამოყენებულ მოძრავ საშუალებებზე.
საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4790 – ვებგვერდი, 07.03.2016