1. სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის დარღვევა −

გამოიწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3000 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

[მუხლი 106
4
. რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესის დარღვევა

რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესის დარღვევა −

გამოიწვევს პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 500 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)]

საქართველოს 2025 წლის 29 აპრილის კანონი №509 – ვებგვერდი, 01.05.2025