1. (ამოღებულია - 06.09.2022, №1719).
2. მეტროპოლიტენით ადვილად აალებადი, ფეთქებადი და მომწამლავი ნივთიერებებისა და საყოფაცხოვრებო გაზის ბალონების გადატანა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.
3. მეტროპოლიტენის სადგურის ვესტიბიულის, გადასასვლელის, ბაქნის, მატარებლის ვაგონის სალონის, ესკალატორის ან ლიანდაგის დანაგვიანება-გაჭუჭყიანება, ამ ადგილებში თამბაქოს მოწევა, მატარებლის მოსაბრუნებელ ჩიხში შეყოლა ან მეტროპოლიტენით სარგებლობის წესების სხვა დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №956 – სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.330
საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №861 – ვებგვერდი, 30.05.2017წ.
საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1719 – ვებგვერდი, 16.09.2022