1. მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის პირობებისა და მემანქანის სერტიფიცირების წესების დარღვევა −
გამოიწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, განმეორებით ჩადენილი ერთი წლის განმავლობაში, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.
3. მატარებლის მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც მემანქანის მართვის უფლება არ აქვს ან შეჩერებული აქვს, −
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
4. იგივე ქმედება, განმეორებით ჩადენილი ერთი წლის განმავლობაში, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
5. მატარებლის სამართავად გადაცემა იმ პირისთვის, რომელსაც მემანქანის მართვის უფლება არ აქვს ან შეჩერებული აქვს, −
გამოიწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.
6. იგივე ქმედება, განმეორებით ჩადენილი ერთი წლის განმავლობაში, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3000 – ვებგვერდი, 13.06.2023