1. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში პროდუქციის წარმოებასა და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესების დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
2. იმავე ქმედების იმ პირის მიერ ჩადენა, რომელსაც 1 წლის განმავლობაში ასეთი ქმედებისთვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1637 – სსმ I, №23, 24.07.2002წ., მუხ.118
საქართველოს 2017 წლის 15
ივნისის
კანონი №973 – ვებგვერდი, 30.06.2017წ.
საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1019 – ვებგვერდი, 22.11.2021