გარეული ცხოველების ტყვეობასა და ნახევრად თავისუფალ პირობებში დაცვის, შენახვის, გამოყენებისა და გამრავლების წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათიდან ორმოცდაათ ლარამდე.
საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3
[მუხლი 103
2
. შინაური ბინადარი ცხოველის გადაადგილების მოთხოვნების დარღვევა
1. შინაური ბინადარი ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებსა და საავადმყოფოში, გარდა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, −
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
2. ძაღლის გასეირნება საბლის ან ალიკაპის გარეშე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა), −
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.
3. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საზოგადოებრივ ტრანსპორტში შინაურ ბინადარ ცხოველთან ერთად მგზავრობა საბლის ან ალიკაპის გარეშე, ხოლო კატისა და მცირე ზომის ძაღლის შემთხვევაში − საბლის ან ალიკაპის ან ხელში აყვანის ანდა სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) გარეშე −
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)]
საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №907 – ვებგვერდი, 09.07.2025წ.
[მუხლი 103
3
. „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შინაური ბინადარი ცხოველის მოშენების მოთხოვნების დარღვევა
1. შინაური ბინადარი ცხოველების საშენის მიერ შინაური ბინადარი ცხოველის მოშენება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესების დარღვევით, რომელიც არ მოიცავს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, −
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
2. შინაური ბინადარი ცხოველების საშენის მიერ შინაური ბინადარი ცხოველის მოშენება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგისტრაციის გარეშე −
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
3. საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ძაღლების მოშენების მორატორიუმის დარღვევა −
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით
.
საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №907 – ვებგვერდი, 09.07.2025