1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევა −

გამოიწვევს წინადადების მიმცემის (ოფერენტის) ან რეკლამის დამკვეთის გაფრთხილებას.

2. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ყოველი მომდევნო ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2016 წლის 29
დეკემბრის კანონი
№241
– ვებგვერდი, 13.01.2017