1. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

2. გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, უკანონო გარე რეკლამის საშუალების კონფისკაციით.

შენიშვნა: ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დარღვევის დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას ამ კოდექსის 361
მუხლით დადგენილი წესით.

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №630 – სსმ I, №36, 12.12.2008წ., მუხ.238

საქართველოს 2011 წლის 20 მაისის კანონი №4708 – ვებგვერდი, 03.06.2011წ.

მუხლი1535. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირების წესის დარღვევა

ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირების წესის დარღვევა –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 3000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: კონფისკებული რეპროდუქციები გადაეცემა საქართველოს ეროვნულ ბანკს.

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5004 – ვებგვერდი, 15.07.2011წ