1. პირის („საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის გარდა) მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სესხის ვალუტაში გაცემის მოთხოვნის დარღვევა −

გამოიწვევს პირის გაფრთხილებას.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოუფხვრელობა –

გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

3. ჯარიმის დაკისრებიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოუფხვრელობა –

გამოიწვევს პირის ხელახალ დაჯარიმებას.

შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოფხვრად ჩაითვლება მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების შეწყვეტა ან სესხის ხელშეკრულების იმ ნაწილის ცვლილება, რომელიც არღვევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

საქართველოს 2018 წლის 7 მარტის
კანონი №2054 – ვებგვერდი, 26.03.2018