1. პირის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5051 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული განვადებით ნასყიდობისას 200 000 (ორასი ათას) ლარამდე ნივთის ფასის მიღების წესის დარღვევა −

გამოიწვევს პირის გაფრთხილებას.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოუფხვრელობა –

გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

3. ჯარიმის დაკისრებიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოუფხვრელობა –

გამოიწვევს პირის ხელახალ დაჯარიმებას.

შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის, სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოფხვრად ჩაითვლება მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტა ან ნასყიდობის ხელშეკრულების იმ ნაწილის ცვლილება, რომელიც არღვევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5051 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნას.

საქართველოს 2018 წლის 21
ივლისის
კანონი №3316
–
ვებგვერდი, 07.08.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4105 – ვებგვერდი, 10.01.2019